უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ოქტომბერი, 2017 14:05
font-size

სახალხო დამცველი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ სახალხო დამცველი რეკომენდაციას იძლევა.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, 2017 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა.

,,საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელს აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა, თუმცა, იგი ვერ სარგებლობს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით, ვინაიდან არ არის საქართველოს მოქალაქე.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სოციალური ბენეფიტების მიღების მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქეები და ბინადრობის მუდმივი მოწმობის მქონე პირები არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი მოქალაქეთა თანასწორად იხდის კანონით დადგენილ გადასახადებს და თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობაში, შესაბამისად, სახელმწიფო მათ დროებითი ვიზიტორების მსგავსად არ უნდა მოეპყრას.

სახალხო დამცველმა სამინიტროს მოუწოდა - გონივრულ ვადაში უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, ასევე, საქართველოს მთავრობას მიმართა, აღნიშნულ პროგრამაში განხორციელდეს ცვლილებები იმგვარად, რომ არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად, ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის და მომავალში, სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი