უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ნოემბერი, 2017 15:40
font-size

სახალხო დამცველი ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

2017 წლის 22 ნოემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლატინს, ევროსაბჭოს წარმომადგენელს ბას კლეინს და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძვანელს საქართველოში ქრისტიან ურსეს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების ფაქტებზე, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საკითხებზე, მედიათავისუფლების ხარისხზე, ასევე ომბუდსმენის არჩევის კრიტერიუმებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა ომბუდსმენის ინსტიტუტის მისამართით ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებზე მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისადა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები იყო პირდაპირი შეტევა და სახალხო დამცველის ინტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობა.

უმრავლესობაში ფრაქციები იქმნებიან მხოლოდ და მხოლოდ განაწყენება-გაბუტულობის ნიშნით - რომან გოცირიძე

16 დეკემბერი, 2017 , 15:49

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქციებად იყოფა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ პირადი წყენების გამო. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახალი ფრაქციებ

ფრაქციის შექმნას არ ვაპირებ, ესაა მტკნარი სიცრუე - ბექა ნაცვლიშვილი

16 დეკემბერი, 2017 , 14:15

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ ის ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს. დეპუტატის შეფასებით, ესაა ტყუილი და ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს. „რაც შეეხება ჩემ მიერ ფრაქციის

„მაუწყებლის კანონთან“ დაკავშირებით პრეზიდენტი ორშაბათს შეხვედრას გამართავს

16 დეკემბერი, 2017 , 13:55

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ამ საკითხით დაინტერესებულ მხარეებს შეხვდება. პრეზიდენტის

ევროპარლამენტართა ნაწილი მოუწოდებს მთავრობას, გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი - გიორგი კანდელაკი

16 დეკემბერი, 2017 , 13:35

ევროპარლამენტის 9 წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და  მთავრობის წევრებს  ღია წერილით მიმართა, სადაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემისა და შს ყოფილი მინისტრის ვანო  მერაბი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ინდონეზიელ კოლეგას ადამიანის უფლებათა სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

თეა წულუკიანი ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრ იასონა ლაოლის შეხვდა. მინისტრმა ინდონეზიელ კოლეგას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც

გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე, მონიკა ლენჰარდი და ს