უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 თებერვალი, 2017 16:55
font-size

სახალხო დამცველი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ე.წ „გასაღების“ კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლ ქვეშ დატოვება ვერ უზრუნველყოფს ერთის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებას და მეორეს მხრივ, უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უნდობლობის გაქარწყლებას.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, კანონპროექტი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, გვთავაზობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს შექმნას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, შესაბამისად, ამ სამსახურის კონტროლის ქვეშ იქმნება. მართალია, სააგენტოს თავისი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის გარკვეული ელემენტები ექნება, თუმცა ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლქვეშ, დამოუკიდებლობის ეს მწირი ელემენტები, შესაძლოა ფორმალობად იქცეს და ფაქტობრივად არაფერი შეიცვალოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ინსტიტუციურ მოდელში.

კითხვის ნიშნებს ბადებს სააგენტოს უფროსის არჩევის წესი, რომელიც არ იძლევა სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობის გარანტიებს. კერძოდ, შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს უფროსის კანდიდატურა შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ, თუმცა ამ კომისიის მანდატი თავიდანვე შეზღუდულია. საგულისხმოა, რომ სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კომისიას წინასწარ უკვე შერჩეულ სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთა შერჩევის პროცესი და კრიტერიუმები კანონპროექტით განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, სპეციალურად შექმნილი კომისია თავიდანვე შეზღუდული იქნება არჩევანის გაკეთების პროცესში, რაც კომისიის შემადგენლობის მნიშვნელობასაც აზრს უკარგავს.

სახალხო დამცველის აზრით, ე.წ. „ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებული წარსული მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს აკისრია უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა, შეიმუშავოს ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევისგან დაცვას და ხელს შეუწყობს ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენას.

რუსეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ძვირფასი თვლებით აღმოუჩინეს

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7,819 ლარის ღირებულების არადეკლარ

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

22 ოქტომბერი, 2019 , 12:05

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში და წალენჯიხის რაიო

პოლიციამ 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დ

ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

21 ოქტომბერი, 2019 , 19:58

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, ერთი კვირის განმავლობაში სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნ

20 ივნისის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

21 ოქტომბერი, 2019 , 15:10

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე ცოტნიაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუ