უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2017 12:55
font-size

სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ დღის აღნიშვნა „ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, 1990 წელს განხორციელდა“.

უჩა ნანუაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ სოლიდარობის გაცხადებისა და ძალადობის დაგმობისაკენ მიმართული დღის აღნიშვნას, ყველაზე ხშირად სდევს ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული ქმედებები ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ.

სახალხო დამცველის თქმით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები.

„ლგბტ ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა. არსებული პრობლემების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდა 2013 წლის 17 მაისს მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვასა და ლგბტ ადამიანების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობაზე, თუმცა, სამწუხაროდ მთელი რიგი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია“,-ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ წარსული გამოცდილებისა და მიყენებული ზიანის პირობებში, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მოხდება ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასებისა და უსაფრთხოების წესების მაღალი დაცვით.

„ამასთან, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ დღის აღნიშვნის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოებაში ლგბტი თემის მიმართ არსებული ჰომოფობიური წინასწარგანწყობების შესამცირებლად“,-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს ნომერზე 14–81.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

22 აგვისტო, 2019 , 17:30

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldqu

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

22 აგვისტო, 2019 , 17:19

"რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. „მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენ

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ხე წაიქცა

22 აგვისტო, 2019 , 16:20

თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის 40 ნომერში ხე წაიქცა - ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხე ავტომობილს დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად ა

“გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს არ მიიღით ნივთირება რომელიც არ იცით რა არის! წუთიერი “გართობა” სიკვდილით სრულდება!!!` - ნარკოლოგი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ბათუმში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 22 წლის ბიჭის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დილით გავხსენი ფბ და ამომივარდა -22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ღამის კლუბში ბათუმში 2 ახალგაზრდა გოგონა კომა

`ქართული ოცნება` დღეს ძლიერია, როგორც არასდროს და საშიში როგორც არასდროს - არჩილ გამზარდია

22 აგვისტო, 2019 , 15:00

აქ საქმე იმაში კი არ არის, ვინ ვის შეცვლის და რას რა ჯობს, არამედ საქმე მთელი ამ ხელისუფლება-საზოგადოების ომის მოტივაციაშია, ხელისუფლების სურვილში ყველაფრის დამორჩილება მოახერხოს, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი არჩილ გა

მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსი გამოცხადდება

22 აგვისტო, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, მასწავლე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს