უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მაისი, 2017 17:00
font-size

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მომდევნო სასამართლო სხდომაზე მისი დასწრება უზრუნველყოფი იქნება

სასამართლოს მიერ ე.წ. ციანიდის საქმის სხდომაზე ომბუდსმენისთვის დასწრებაზე უარის თქმას, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებით ეხმიანება:

,,2017 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროცესზე დასწრების მიზნით. სამწუხაროდ, საქმის განმხილველმა მოსამართლემ სახალხო დამცველს არ მისცა შესაძლებლობა, დასწრებოდა აღნიშნულ სხდომას. მოსამართლის განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობა სახელდებით არ შეიცავს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ.

მომეტებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებითა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ციანიდის საქმის“ მიმდინარეობას და განმარტავს, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას სახალხო დამცველს კანონმდებლობა ანიჭებს. საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე აღნიშნა, რომ ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო განხილვის დაუსაბუთებლად დახურვა არ ემსახურება მართლმსაჯულების მიმართ საყოველთაო ნდობის ამაღლებას, გამორიცხავს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას და არ შეესაბამება არსებულ საპროცესო–სამართლებრივ ნორმებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს და შეისწავლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, სასამართლო სისტემაშიც. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველს ასევე აქვს უფლება, გაეცნოს საიდუმლო, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.

ნიშანდობლივია, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე – ორგანული კანონი წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი რანგის მქონე ნორმატიულ აქტს, ვიდრე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული აქტები, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენენ სპეციალურ კანონს, რამდენადაც ისინი ადგენენ სახალხო დამცველის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პროცესში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პროცესის სრულად დახურვის შედეგად ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე. იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სრული უფლებამოსილებით და პირადად განახორციელოს პროცესის მონიტორინგი.

საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს პატივისცემას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ინტერესების მიმართ. ამასთან, იმედოვნებს, რომ შემდგომ სასამართლო სხდომაზე არ განმეორდება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების უგულებელყოფა და უზრუნველყოფილ იქნება მისი დასწრება სასამართლო სხდომაზე.

სახალხო დამცველი ზემოხსენებული საკანონმდებლო გარემოებების განმარტების მიზნით უახლოეს დღეებში წერილობითაც მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს.’’ - ნათქვამია განცხადებაში.

მებაჟე ოფიცრებმა 19 420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:25

9-15 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“ და „წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის ს

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნა

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:05

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, გულგრილობისთვის ბრალდებულებს 4 -4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

15 ოქტომბერი, 2019 , 16:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბრალდებულები ვ.მ. და თ.ტ. დამნაშავედ ცნო. გენე

პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

15 ოქტომბერი, 2019 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სა

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

15 ოქტომბერი, 2019 , 11:15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ო