უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 იანვარი, 2019 18:34
font-size

სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესში შესატანი ცვლილებები განიხილა, ისაუბრეს შექმნილ სიტუაციაზე, ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები და პოზიციები გააცნეს.

სახალხო დამცველის განცხადებით შეხვედრაზე შეჯერდნენ, რომ: 1. მაქსმალურად ღია უნდა იყოს მოსამართლეთა კანდიდატობის მსურველთა ნომინაციების მიღების პროცესი და ყველა მოსამართლესა თუ არამოსამართლე პირს, რომელსაც აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, უნდა შეეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება; 2. კანდიდატების შერჩევის პროცესში უნდა გაიზარდოს უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრების როლი და პარლამენტს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიც წარედგინოს. 3. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აუცილებლად დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი და საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც სურთ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობა, არ ქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, არც თავის სასარგებლოდ და არც კონკურენტთა საწინააღმდეგოდ.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და განიხილოს შესაძლებლობები სახალხო დამცველის როლის გასაძლიერებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესზე, მისი წარმართვისა და შეცდომების თავიდან აცილებისთვის მუშაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი