უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივნისი, 2018 15:50
font-size

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, შშმ პირთა არსებული პრობლემების დროული და ეფექტიანი გადაწყვეტა მოახდინოს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს შშმ პირთა ჩართვა და თანაბარი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

სახალხო დამცველი ყოველწლიურად საუბრობს ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც წლების მანძილზე განავლობაში შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა და ამოქმედება. აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით მომზადებული რეკომენდაციების მიუხედავად, მექანიზმის ფორმირება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ასევე შეფერხებულია კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების პროცესი.

პრობლემებს შორის არის შშმ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უფლება, ბავშვთა და ზრდასრულ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების სათანადო უზრუნველყოფა, შშმ ქალების/გოგონების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებების რეალიზება.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა. ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთა მიერ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით, სასწავლო დაწესებულებებით, მუნიციპალური ტრანსპორტით თუ საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა.

მეტ ძალისხმევას საჭიროებს შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვა, დაცულ და უსაფრთხო გარემოში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ასევე სწავლების უწყვეტობა.

კვლავ აქტუალურია შშმ პირთა შრომის უფლების დაცვისა და განხორციელების მდგომარეობა.

დაბალია შშმ მოქალაქეების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნაკლებად ხდება მათი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა უფლებების შესახებ, მათ მიმართ ჯერ კიდევ არსებული არასწორი შეხედულებების და დამოკიდებულებების ცვლილება.

კრიტიკის საგანს წარმოადგენს „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის)“ მიხედვით შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის არარსებობა, რაც იმთავითვე ბადებს კითხვებს მისი ეფექტურად განხორცილების შესაძლებლობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მოახდინოს არსებული პრობლემების დროული და ეფექტიანი გადაწყვეტა, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადო დაცვა, მათი ჩართვა და თანაბარი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი