უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

4 მაისი, 2018 15:10
font-size

სახალხო დამცველი კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობა გააცნო და მათი მოსაზრებები და შეფასები მოისმინა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მის თანმდევ – თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლების დარღვევებზე. სამწუხაროდ, უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილია.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალის რაიონში შექმნილი მდგომარეობა, სადაც დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად მოსახლეობა დღითიდღე მეტად ექცევა იზოლაციაში და ეზღუდებათ საბაზისო საჭიროებები: განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მცირე ვაჭრობის და ამით შემოსავლის მოძიების შესაძლებლობა, ნათესაური კავშირების შენარჩუნება და აშ. ამ ყოველივეს ემატება აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი.

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით – იმსჯელოს და დაავალოს შესაბამის უწყებებს შეიმუშაონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის პროგრამა, რათა შესაძლებელი გახდეს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ა.შ. ფინანსური დახმარება.

წლებია ღიად დგას ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის საკითხი. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მიმართა რეკომენდაციით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და აპირებს ჩაერთოს სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებში საკუთარი მოსაზრებების და შეთავაზებების დასაფიქსირებლად.

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

21 მაისი, 2018 , 11:30

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ქუთაისში მცხოვრები ალექსანდრე ნაცვლიშვილი დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო შს სამინისტრო ავრცელებს. დე-

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული დავით ჩალაური გაათავისუფლეს

18 მაისი, 2018 , 17:40

ე.წ. რუსი მესაზღვრეების  მიერ დაკავებული 29 წლის დავით ჩალაური გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმმა გათავისუფლებული ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. დავით ჩალაური რუსმა ს

საოკუპაციო რეჟიმის პასუხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემაზე უცვლელია - ირაკლი ანთაძე

18 მაისი, 2018 , 16:05

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემის არ გეგმავს. ამის შესახებ ანთაძ

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ტირძნისის მკვიდრი გაიტაცეს

18 მაისი, 2018 , 13:00

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ტირძნისის მკვიდრი გაიტაცეს. 1989 წელს დაბადებული ახალგაზრდა კაცი ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკუ

გიორგობა დღეს ეკლესიის მონახულებისთვის ხელის შეშლა თავისთავად არის ძალიან სერიოზული პროვოკაცია - ქეთევან ციხელაშვილი

7 მაისი, 2018 , 14:10

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პროვოკაციად შეაფასა დე-ფაქტო ცხინვალის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკლესიაში მისვლის ხელის შეშლის შესახე

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს დროებით კეტავს

7 მაისი, 2018 , 11:30

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტები 10 მაისამდე დაიკეტება. საზღვრის გადაკვეთა დღეს საღამოს 20:00 საათიდა ნ შეუძლებელი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე