უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2017 16:25
font-size

სახალხო დამცველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვს

სახალხო დამცველმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა, რომ უზნაძის ქ. N111-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობის გამოსწორება მოხდეს.

სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უჩა ნანუაშვილს მოქალაქე ნ.თ.-მ მიმართა განცხადებით, რომ აღნიშნულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ერთ-ერთმა შპს-მ უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა, რამაც ძეგლის დაზიანება გამოიწვია, დანგრეული და გაშიშვლებული საძირკველი კი საფრთხეს უქმნის მთლიანად შენობის კონსტრუქციულ მდგრადობას.

„საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უმოქმედობა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული აქტები არ იყო მიმართული დარღვევის აღმოფხვრისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის უკვე მიყენებული ზიანის გამოსწორებისაკენ. ხოლო, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თავისი ვალდებულებისა და უფლებამოსილების მიუხედავად, კანონშესაბამისი რეაგირება არ განუხორციელებია.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად, გაატაროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც კომპანიის მიერ ჩადენილი დარღვევის გამოსწორებასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კულტურული ფასეულობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ადამიანის სულიერი, კულტურული და სოციალური განვითარებისათვის. კულტურული ფასეულობის მიმართ მოპყრობის, მისი დაცვის მთავარი კრიტერიუმი მისი ნამდვილობის შენარჩუნებაა და ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო მექანიზმებს, პრინციპებსა და ხარისხს აქვს. ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია ძეგლის ხელყოფის თითოეულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან დროული, ადეკვატური და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ვიზრუნებთ, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 20:10

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი. თქვენ დღეს ხედავთ როგორც მარნეულში, ისე ბოლნისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მოხალისეები და ბიზნესის წარმომადგენლებ

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ეხება - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 19:48

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც, სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას, - ამის შესახებ საქ

ხვალ ყველა სანოტარო ბიურო და იუსტიციის სახლი დაიკეტება, გამოქვეყნდება პირობები, რითაც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ მუშაობას

30 მარტი, 2020 , 18:56

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს და ხვალ ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტება. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დღის ბოლოს გამოქვეყნდება ის თავისებურებები და გ

თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

30 მარტი, 2020 , 18:47

საქართველოში საყოველთაო კარანტინის დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომ

საერთაშორისო და შიდა სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:35

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული შეზღუდვები არც შიდა და არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის ად

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების საქმიანობა დასაშვები იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:20

ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებსა და სპეციალურ რეჟიმს ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოები, გარკვეული ეკონომიკური აქტივობა,