უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივნისი, 2017 12:30
font-size

სახალხო დამცველი მესამე პირების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვასთან დაკავშირებით რეკომენდაციით გამოდის

30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უკანონოდ აშენებული ობიექტის შედეგად მესამე პირთა კანონიერი ინტერესების შელახვის შესწავლასთან დაკავშირებით.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მისი მეზობლის საკუთრებაში არსებულ ბინაზე განხორციელებული უნებართვო მიშენება მის საცხოვრებელ სახლში იწვევდა უჰაერობას, უსინათლობას და ნესტს, რის გამოც საფრთხე ექმნებოდა მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

,,მოქალაქის მიერ აღნიშნულ გარემოებაზე არაერთი მითითების მიუხედავად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნებართვოდ მომატებული ფართი ლეგალიზებულად ჩაითვალა.

სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არქიტექტურის სამსახურს არ გამოუკვლევია სადავო ობიექტის შესაძლო საზიანო ზემოქმედება მეზობელ ობიექტებზე ან მესამე პირების ჯანმრთელობაზე მაშინ, როცა საკითხი დაკავშირებულია საკუთრების, სათანადო საცხოვრებლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ უფლებებთან.

სახალხო დამცველის მითითებით, მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდეს მესამე პირთა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით გარანტირებული ღირებულებების იგნორირების ხარჯზე. სახალხო დამცველმა დამატებით განმარტა, რომ საკუთრების რეგისტრაციის ფაქტზე მითითება ვერ გამორიცხავს ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებას, ვინაიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ნაგებობის აშენებასთან დაკავშირებით დამრღვევის მიმართ ღონისძიებათა გატარება ვერ განიხილება სამართალდამრღვევის საკუთრების უფლების ხელყოფად.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ბათილად ცნოს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვო მიშენების ლეგალიზების შესახებ ბრძანება და გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება მესამე პირების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ