საზოგადოება


სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, პრიორიტეტულად მიიჩნიონ უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა
სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში მშენებლობებზე ბოლო დროს მომხდარ უბედურ შემთხვევებს გამოეხმაურა.
სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვითარება საგანგაშოა და ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოითხოვს მკაცრი ზომების მიღებას, ვითარების რადიკალურად შესაცვლელად“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიით ცნობილი გახდა 4 ფაქტის შესახებ, როდესაც სამუშაო ადგილზე 4 მუშა დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
პირველი შემთხვევა ბათუმში, 8 სექტემბერს მშენებლობაზე მოხდა და მას 2 მუშა ემსხვერპლა.
მეორე შემთხვევაში თბილისში, 16 სექტემბერს ყოფილი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
მესამე შემთხვევაში თბილისში, 28 სექტემბერს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.
მეოთხე ფაქტს ბათუმში, 30 სექტემბერს ქონდა ადგილი, როდესაც მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 5 მუშა დაშავდა.
„სამწუხაროდ, ამ დრომდე არ ჩანს მყარი პოლიტიკური ნება ეფექტიანი შრომის ინსპექციის დროულად შესაქმნელად. ნაცვლად პრევენციული ღონისძიებების გატარებისა, სახელმწიფო პასიურ როლშია, ამავდროულად, ვერ ხერხდება ადეკვატური რეაგირება უკვე მომხდარ შემთხვევებზე.
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში მიმდინარე წლის 1 ივნისს ინიცირებული კანონპროექტი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. იმედია, სახალხო დამცველის მიერ მასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, ხოლო კანონის მიღება არ გაჭიანურდება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქციით, მისი ძირითადი დებულებები პრაქტიკაში მიღებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ ამოქმედდება, რაც ასევე დიდი დროა და გადახედვას საჭიროებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, პრიორიტეტულად მიიჩნიონ უსაფრთხო სამუშაო გარემოს დროულად უზრუნველყოფა ქვეყანაში, დაუყოვნებლივ გაატარონ ზომები ეფექტიანი შრომის ინსპექციის შესაქმნელად და მის პრაქტიკაში ასამოქმედებლად“,-ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულ პირებს დროულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00