უკან

საზოგადოება

12 სექტემბერი, 2018 16:40
font-size

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსა, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტით არ შეუშალონ ხელი შეკრების თავისუფლების რეალიზებას

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება.

„მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, 2018 წლის 11 სექტემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ საწვიმარი კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და განმარტეს, რომ აღნიშნული საჭიროებდა სპეციალურ ნებართვას. ინციდენტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

სახალხო დამცველის შეფასებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული შემთხვევაში არ იკვეთებოდა, რომ კარვის დადგმა გამოიწვევდა შენობის შესასვლელებისა და საავტომობილო გზის ბლოკირებას ან დაწესებულების საქმიანობის შეფერხებას, აღნიშნული სრულად არის დაცული შეკრების თავისუფლებით. საქართველოს სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა წარსულში მომხდარ მსგავს ფაქტებს, როდესაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ხელს უშლიდნენ კარვის და გასაშლელი საწოლის განთავსებასა და ბანერების გაშლაში და შეაფასა შეკრების უფლებაში ჩარევად.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვა. გასათვალისწინებელია, რომ აქციის მიმდინარეობისას კარვების და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მონიტორინგი გაუწია სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან მიღებული განმარტებით, აქციაზე იმყოფებოდნენ სავარაუდოდ ნასვამი პირები, რომლებიც აგრესიას გამოხატავდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ. მისივე მითითებით, ვინაიდან კარავი შეიცავდა ლითონის კონსტრუქციას, შემდგომში რაიმე დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით ჩამოართვეს. სახალხო დამცველის აპარატი ვერ გაიზიარებს აღნიშნულ განმარტებას, რამდენადაც მონიტორინგის შედეგებით, აგრეთვე მედიით გავრცელებული ინფორმაციით იკვეთება, რომ აქციის მონაწილეთა აგრესია სწორედ მათთვის კარვის გაშლის შესაძლებლობის შეზღუდვამ გამოიწვია და ამ შეზღუდვამდე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ქონია.

სამწუხაროა, რომ აქციის მონაწილეებს კვლავ ერთმევათ დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობა, რაც შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას წარმოადგენს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა პასუხისმგებელს სტრუქტურებს, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტით არ შეუშალონ ხელი შეკრების თავისუფლების რეალიზებას.“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოში საწვავი გაძვირდა

20 ივლისი, 2019 , 13:46

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი,

რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო - ნიკა გვარამია

20 ივლისი, 2019 , 13:16

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოცუალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელაფ გთავაზობთ. " მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხან

ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები - რეესტრის მონაცემები, რომლებიც ორი ბიზნესმენის ინტერესების არაერთ კვეთას ადასტურებს

20 ივლისი, 2019 , 12:07

„რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უახლოესი პარტნიორია. საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები ბევრ კომპან

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

20 ივლისი, 2019 , 10:41

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. ბრიგადის გენერა

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო -მამუკა ბახტაძე

19 ივლისი, 2019 , 16:03

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას,

კახეთის გზატკეცილის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტი იცვლება

19 ივლისი, 2019 , 15:54

კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს