უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 ნოემბერი, 2016 13:50
font-size

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ წინადადებით მიმართავს

სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ბრალდებულ შ.კ-ს მიმართ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2016 წლის 3 ნოემბერს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ მოთავსებულმა ბრალდებულმა შ.კ.-მ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლთან ახლოს შევიდა „პოპულის“ მაღაზიაში, სადაც გამყიდველს მისთვის საინტერესო პროდუქტის ფასი ჰკითხა. ამ ქმედებაზე რიგში მდგარმა ორმა უცნობმა პიროვნებამ უხეშად მიმართა რიგის დარღვევის გამო. შ.კ.–ს ცნობით, უცნობმა პირებმა განუცხადეს, რომ ისინი, მიუხედავად სამოქალაქო ფორმისა, იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. უცნობებმა შ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შედეგად ბრალდებულმა გონება დაკარგა.

ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ უცნობი პირები ფინანსური პოლიციის თანამშრომლები - მ.მ. და გ.დ. არიან.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შ.კ. მონახულებისას, ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება: კისერზე მარჯვნივ ექსკორიაცია დაფარული ფუფხით, ორივე თვალის ქვედა მარცხენა ქუთუთოზე ჰემატომა, ცხვირზე მოწითალო–იისფერი სისხლნაჟღენთი.

შ.კ.-ს სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების ფაქტი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოპოვებული დოკუმენტაციითაც დასტურდება. ნიშანდობლივია, რომ ბრალდებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში ოთხჯერ გაუწიეს პირველადი სამედიცნო დახმარება, საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც და „ნიუ ვიჟენის“ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოთხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი პირების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ბრალდებულის სხეულზე არ¬სე¬ბუ¬ლი და¬ზი¬ა¬ნე¬ბე¬ბის ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, აუცილებელია მოხდეს დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება. ამასთან, გამოძიების სრულფასოვანი წარმართვის მიზნით, საჭიროა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნეს ვიდეო მეთვალყურეობის საშუალებებით დაფიქსირებული კადრები.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

19 ოქტომბერი, 2019 , 15:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უ

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი გაათავისუფლეს

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2000-2000-

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და ქალაქ ოზურგეთში განხორც

თბილისში მდებარე ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში მდებარე

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ორი მსჯავრდებული გაამართლა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გასამართლებული გია ჭანჭალეიშვილი და რომან ჩხაიძე გაამართლა. უწყებ

„რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. როგორც კახა კოჟორიძე