უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ოქტომბერი, 2017 15:35
font-size

სახალხო დამცველი პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ინიციატივის გაზიარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

ომბუდსმენის თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შეთავაზებული წინადადებები.

ინიციატივა გულისხმობს ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების/მცირე ოდენობით შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირების დეკრიმინალიზაციას; იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების წესის შეცვლას, რადგან ამჟამინდელი სისტემა ლახავს ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას; დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები, რათა მოხდეს არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების შემსუბუქება.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„სახალხო დამცველი ეხმიანება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებას. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ძირითად სულისკვეთებას. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქმიანობის ფარგლებში სახალხო დამცველი აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან.

სახალხო დამცველი წლებია, საუბრობს ქვეყანაში არსებული რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგებზე და სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე. სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში წლებია, ებრძვის არსებული ნარკოპოლიტიკის მანკიერ პრაქტიკას. ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის, როგორც არაჰუმანური სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით, სახალხო დამცველმა 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. 2015 წლის 20 ნოემბერს კი სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

წარმოდგენილი ინიციატივით გათვალისწინებულია ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების/მცირე ოდენობით შეძენა, შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირების დეკრიმინალიზაცია. სახალხო დამცველი სრულიად იზიარებს ამ მიდგომას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან/და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე ან/და პირადი მოხმარების მიზნით, შედარებით მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, დამზადებაზე სასჯელის სახით არ უნდა იყოს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სახალხო დამცველი 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით ითხოვდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის სრულ დეკრიმინალიზაციას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს.

სახალხო დამცველი ასევე იზიარებს პროექტით გათვალისწინებული იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების წესის ცვლილებას. ქუჩის, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ჩატარებული ნარკოტესტირების პრაქტიკა, რომელზეც წლებია სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში საუბრობს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ინტენსიურად და უხეშად აზიანებს პირის თავისუფლებისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის პრინციპებს, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტებს. ამ პრობლემის საპასუხოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვა კონკრეტული სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული ინიციატივა – დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები. განსაზღვრული მცირე ოდენობების არარსებობა მძიმე პრობლემას წარმოადგენ, რის გამოც ხდება აბსოლუტურად არათანაზომიერი საპატიმრო სასჯელების გამოყენება. აუცილებელია ე.წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ცვლილება, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების შემსუბუქების მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები დადებითად აისახება ნარკოტიკების მომხმარებელთა სამართლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ქვეყანაში არსებული არაჰუმანური და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს. ამასთან, სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესში და წარადგინოს მოსაზრებები კანონპროექტის გარკვეული დებულებების დახვეწის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

ლიბერთი აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდ

საბურთალოს რაიონში სხვადასხვა მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

საბურთალოს რაიონში, ხახულისა და გახოკიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ხახულის ქუჩაზე ასფალტის საფარი 2 000 კვ.მ ფართობზე, ხოლო გახოკიძის ქუჩაზე 1100 კვ.მ-ზე დაიგო. სამუშაოების ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია

იუსტიციის სახლების კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

იუსტიციის სახლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოქალაქეებისათვის ახალი სერვისი დაინერგა. დღეიდან მათ საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შ

ლიბერთი აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა. აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ალექსიძის გადადგომის მიზეზებს არ აკონკრეტებენ და განმარტავენ, რომ მან თანამდ

მსურს დავრჩე პატიმრობაში... - მირზა სუბელიანი მოსამართლეს

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა დღეს გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მას პატიმრობაში ყოფნა სურს და მოსამართლეს მიმართა: "საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია,

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`