უკან

სამართალი

14 ივნისი, 2019 18:33
font-size

სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს განმარტოს, რატომ გაჭიანურდა “რუსთავი2”-ის დამფუძნებლებთან - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან დაკავშირებული საქმის გამოძიება

სახალხო დამცველი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის დამფუძნებლებისთვის ქონებრივი უფლების იძულებით დათმობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება.

სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის თებერვლიდან ტელეკომპანია “რუსთავის2”–ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებებს სწავლობს. მათი განმარტებით, გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მიმდინარეობს 2004 წლის ივნისში ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით დათმობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გამოძიება ჭიანურდება.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საქმის შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველის აპარატმა რამდენჯერმე - 2018 წლის 26 აპრილს, 1 ივნისს, 29 ოქტომბერს, 2019 წლის 31 იანვარს, 27 თებერვალს, 19 და 28 მარტსა და 5 ივნისს - მიმართა პროკურატურას. ასევე, აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან (2019 წლის 31 იანვარს, 28 მარტსა და 2 მაისს).

“სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მოცემული საქმისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მტკიცებულების მიღების მიზნით დანიშნული ექსპერტიზა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვერ დასრულდა, ვინაიდან ექსპერტიზის ბიუროსთვის საქართველოს პროკურატურას საკვლევი მასალები, ამ დრომდე, სრულად არ წარუდგენია. კერძოდ, მოცემულ საქმეზე საფინანსო-სასაქონლო ექსპერტიზა 2018 წლის აპრილში დაინიშნა, ხოლო იმავე წლის ივნისში დამკვეთი მხარისგან (პროკურატურა) დაისვა დამატებითი შეკითხვა. 2018 წლის 17 აპრილს და 7 ივნისს ექსპერტიზის ბიურომ დამკვეთისგან გამოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა წარმოდგენილი.

საექსპერტო ბიუროს განმარტებით, საექსპერტო გამოკვლევა დასრულდება საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.

საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოპოვება, რაც მისი მოცულობიდან გამომდინარე საჭიროებს გარკვეულ დროს და მოპოვებისთანავე გადაეცემა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საექსპერტო კვლევისათვის.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სახალხო დამცველმა განიხილა საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრისას და მიაწოდა ინფორმაცია გაჭიანურებული გამოძიების თაობაზე.

ნიშანდობლივია, რომ მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა 2019 წლის ივნისში გადის. სწორედ, ამ გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა კვლავ მიმართა 5 ივნისს პროკურატურას, რათა გარკვეულიყო მოესწრებოდა თუ არა საჭირო მასალების მოპოვება და ექსპერტიზის ბიუროსთვის მიწოდება. პროკურატურიდან პასუხი ჯერჯერობით აპარატს მიღებული არ აქვს.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოადგინოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაჭიანურდა საქმის გამოძიება და რატომ არ იქნა მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება აქამდე”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მას 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა

18 მარტი, 2024 , 11:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატ

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15 მარტი, 2024 , 15:35

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სა

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის ორი მოქალაქე დააკავეს

15 მარტი, 2024 , 13:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს

მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

14 მარტი, 2024 , 16:53

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაცი

მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14 მარტი, 2024 , 13:49

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ცხრა პირი დააკავა

14 მარტი, 2024 , 11:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი