საზოგადოება


სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, დროულად მოაგვარონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევები
დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ყოველწლიურად ის ერთ კონკრეტულ პრობლემას ეძღვნება, 2017 წელი კი ეთმობა ფსიქიკურ ჯანმრთელობას სამუშაო ადგილზე.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოში არაფერი არ კეთდება დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისთვის. შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ღონისძიებები არაა საკმარისი ამ გეგმის ეფექტური განხორციელებისთვის.
ომბუდსმენი სახელწმიფო უწყებებს 2015-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დროული შესრულებისკენ მოუწოდებს, რაც სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.
„მედიანიუსი“ სახალხო დამცველი აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მობილიზებას ემსახურება. მიმდინარე წელს ამ დღის აღნიშნვის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე. მისი მიზანია მოცემული საკითხის გააქტიურება დასაქმებულთა ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „მუშაკთა ჯანმრთელობის დაცვის გლობალური სამოქმედო გეგმა“ (2008 – 2017) და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმა მოიცავს შესაბამის დებულებებს, მიზნებსა და ამოცანებს სამუშაო ადგილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ყურადღება გამახვილებულია პრობლემების მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე, სხვადასხვა სოციალურ ასპექტზე, მათ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე.
საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება. სახალხო დამცველის მიერ, საქართველოს მთავრობის „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სათანადოდ არ სრულდება აქტივობები, რომლებიც მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებას სამუშაო ადგილებზე, ბაღებში, საჯარო სკოლებში. ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, დამოკიდებულების შეცვლასა და სტიგმის შემცირებას. სტრატეგიული დოკუმენტის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი მისი ეფექტური იმპლემენტაციისთვის. შესაბამისად გამოწვევად რჩება დარგში არსებული რიგი საკითხები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების დროული შესრულება, რაც ხელს შეუწყობს სფეროში გამოკვეთილი ძირეული პრობლემების მოგვარებას, მათ შორის დასაქმების ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მინიმუმადე დაყვანას“, -ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00