უკან

საზოგადოება

28 თებერვალი, 2017 18:40
font-size

სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლის აკადემიურ საბჭოს მიმართავს

სახალხო დამცველი ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის 24 თებერვლის განცხადებას. ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს, რომ მისი დაინტერესება არხზე მიმდინარე პროცესების მიმართ, რომელიც მენეჯმენტის მიერ სარედაქციო დამოუკიდებლობაში „ჩარევადაა“ განხილული, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვალდებულებაა.

გაანცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გადაცემები რეიტინგით არ უნდა შეფასდეს, რადგან რეიტინგის დამთვლელი ორი კომპანიის მონაცემები, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პირების მიხედვით, ერთმანეთს არ ემთხვევა და ზოგადად, მათი სანდოობა ეჭვს აჩენს.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 24 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ გამოაქვეყნა მიმართვა, რომელიც წარმოადგენს გამოხმაურებას სახალხო დამცველის 23 თებერვლის განცხადებაზე. გავრცელებულ ტექსტში არის რამდენიმე საკითხი, რასაც გვსურს ვუპასუხოთ მოკლედ, მხოლოდ ძირითად არგუმენტებზე მითითებით და პუნქტობრივად:

დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას არ წარმოადგენს

აღმასრულებელი საბჭო თვლის, რომ სახალხო დამცველის მიერ გადაცემების დახურვის საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის „განცდას“ აჩენს, რაც საფუძველს მოკლებულად მიგვაჩნია. ამ სახის განცხადებაში შესაძლოა რეალურად იკითხებოდეს სურვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა წარიმართოს დაინტერსებული მხარეების გარეშე, მათი აღნიშნული პროცესისაგან დისტანცირებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იმოქმედებს იზოლაციაში, ის ინტერაქციაში უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეებთან, ხოლო რეფორმები უნდა იყოს ინკლუზიური დემოკრატიული პროცესის შედეგი.[1] სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების (გვ.3) მიხედვით, „თავისი მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა ითანამშრომლოს [...] განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ჯგუფებთან და ინსტიტუციებთან /მათშორისსახალხოდამცველისოფისთან/“.ამავდროულად აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი მოქმედებს კონსტიტუციითა და კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, მათ შორის პოლიტიკური სუბიექტებისაგან.

გადაცემები მხოლოდ რეიტინგით არ უნდა შეფასდეს

აღმასრულებელი საბჭოს განცხადებით, გადაცემების შესაფასებლად რეიტინგის გარდა სხვა კრიტერიუმები ვერ იქნება გამოყენებული. მათ არარელევანტურად მიაჩნიათ გადაცემების ხარისხის კვლევის ჩატარება, ხოლო დაბალი ყურებადობის გადაცემების გავლენის შეფასებაზე საუბარიც კი – არაპროფესიონალურად.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში, გადაცემების გარკვეული ნაწილი შეფასდა საექსპერტო და თვისებრივი პანელური კვლევებით, თუმცა, რეიტინგის კრიტერიუმთან ერთად აღმასრულებელ საბჭოს ისინი მხედველობაში არ მიუღია. რაც შეეხება გადაცემების დაბალი ყურებადობის გამო მათი გავლენის შეფასების არაპროფესიონალურად მიჩნევას, უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა ესაა მაუწყებლობა „ყველასათვის“ და „თითოეულისათვის“.[2] სამეურვეო საბჭოს განმარტებით, ზეგავლენა ეს არის ის ზოგადი სარგებელი, რომელიც მაუწყებელს მოაქვს (1) საზოგადოებისათვის და (2) თითოეული ადამიანისათვის. აქედან გამომდინარე, ზეგავლენის შეფასების ავტომატურად გამორიცხვა დაბალი ყურებადობის გამო, წინააღმდეგობაშია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან და მცირე აუდიტორიას ტოვებს უკუკავშირის გარეშე.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რეიტინგის ქონა მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი. ნაკლები რეიტინგულობის გამო, კერძო მაუწყებლებმა შეიძლება არც დააფინანონ ისეთი შინაარსის გადაცემები, რომლებიც ორიენტირებულია ეთნიკურ, ლინგვისტურ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და უმცირესობათა სხვა ჯგუფებზე. ასეთ პროგრამების მიწოდება შესაბამისი აუდიტორიისათვის მაღალი მნიშვნელობისაა, რის გამოც ისინი საზოგადოებრივი მედიის ვალდებულებადაა მიჩნეული.[3]

რეიტინგის სანდოობა უნდა იყოს განხილვის საგანი

სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული იყო, რომ საზოგადოებაში რეიტინგების სანდოობაზე კითხვები არსებობს. აღმასრულებელი საბჭო კი ამტკიცებს, რომ არ არსებობს საფუძველი რეიტინგის მთვლელის სანდოობაზე სასაუბროდ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თავად აღმასრულებელი საბჭოს ერთ–ერთი წევრი საუბრობდა ამ მიმართულებით კითხვების არსებობაზე.[4]

რაც შეეხება მენეჯმენტის როლს დაბალი რეიტინგის არსებობაში, მათ მიერ გადაცემების სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სახით, აღმასრულებელი საბჭო ამბობს, რომ ეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაცემების ყურებადობასთან კავშირში არ არის, ხოლო „2016 წელს, უაღრესად მნიშვნელოვანი სეგმენტ-ანალიზის საფუძველზე მოხდა სამაუწყებლო ბადის ფორმირება, რაც დაეფუძნა კვალიფიციურ და ძვირადღირებულ კვლევებს“. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი დისკუსიაა საჭირო, ასევე, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს აღნიშნული კვლევა და საზოგადოებისათვის გახდეს ნათელი, თუ რა ფაქტორებით ხელმძღვანელობდა მენეჯმენტი ბადის ფორმირების პროცესში და შეიძლება თუ არა ეს გადაწყვეტილება კავშირში იყოს დაბალ რეიტინგთან.

რაც შეეხება რეიტინგის დათვლასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ამჟამად ბაზარზე ორი მთვლელი კომპანიაა და რეიტინგების შესახებ მათი მონაცემები, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პირები უთითებენ,[5] არ ემთხვევა ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის განმავლობაში რეიტინგის დათვლა მაუწყებელს მხოლოდ 1000 ლარი უჯდება. მისი მოთხოვნით, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა, ე.წ. ფიფლმეტრები განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ 400 ოჯახში, ყველა არსებულ ტელევიზორზე. რეიტინგების მთვლელი კომპანიის[6] მიერ სატენდერო კომისიისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ შერჩეული ოჯახების რაოდენობა საქართველოს 7 ქალაქშია გადანაწილებული. რასაკვირველია, დისკუსიის საგანი უნდა იყოს, თუ რამდენადაა ამ გზით მიღებული მონაცემები საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მათზე დაყრდნობით დაიხუროს ცალკეული გადაცემები.

შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობა სახალხო დამცველის შესწავლის საგანია

აღმასრულებელი საბჭო მიუთითებს, თითქოს სახალხო დამცველის განცხადებაში დაშვებულია ფაქტობრივი უზუსტობა თანამშრომლების ნაწილთან 1–თვიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ, რაც არასწორია. სახალხო დამცველი მის განცხადებაში პირდაპირ მიუთითებს გავრცელებულ ინფორმაციაზე[7] და არ საუბრობს მტკიცებით ფორმაში. აღნიშნული საკითხი სახალხო დამცველის აპარატში ამჟამად შესწავლის ეტაპზეა, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და მხოლოდ მასალების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი საბოლოო შეფასება.

სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საკითხები პირისპირ განიხილოს როგორც აღმასრულებელ, ასევე სამეურვეო საბჭოსთან“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12 აპრილი, 2024 , 13:56

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი