უკან

საზოგადოება

31 მარტი, 2017 18:30
font-size

სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონმდებლობის მოწესრიგებას ითხოვს

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს საჯარო დებატები გაიმართა სექსუალური შევიწროების მიმართულებით არსებულ სიტუაციასა და მათი გადაჭრის გზებზე.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ საქართველოში ხშირია სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოვლენისას მსხვერპლის დადანაშაულება. მისი თქმით, ის კიდევ ერთხელ მიმართავს შესაბამის უწყებებს, რათა კანონმდებლობა მოწესრიგდეს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ და სამსახურებში შიდაინსტიტუციური რეაგირების მექანიზმები იყოს დანერგილი.

„2017 წლის 31 მარტს სახალხო დამცველმა გამართა მორიგი საჯარო დებატები, რომელიც სექსუალური შევიწროვების საკითხს მიეძღვნა. დებატებზე იმსჯელეს სექსუალური შევიწროების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. ასევე განიხილეს სექსუალური შევიწროების შემთხვევების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების საკითხები.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა სექსუალური შევიწროვების შემთხვევაში მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკასა და შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების არ არსებობას. 2017 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სპეციალური წინადადებითაც მიმართა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, რომელიც „სტამბოლის კონვენციით“ აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება და მოითხოვა კანონმდებლობით სექსუალური შევიწროების დარეგულირება.

„ჩვენ კვლავ აქტიურად მოვითხოვთ საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას, თუმცა საკანონმდებლო რეგულირებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამსაქმებელთა მიერ შიდა ინსტიტუციური რეაგირების მექანიზმების დანერგვას. ამ მხრივ აღსანიშნავია სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმის შემოღების შესახებ“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით მომზადდა ელექტრონული სასწავლო კურსი სექსუალური შევიწროების საკითხებზე.

დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარი წერეთელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ დაფინანსებული სახალხო დამცველის საჯარო დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება“, - წერია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:00

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კო

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ