უკან

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

სახალხო დამცველი შეფასებით, მთავრობის ახალი ინიციატივა შესწავლას საჭიროებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მთავრობის ინიციატივა, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას გულისხმობს, სამართალდამცავი ორგანოების შესწავლას საჭიროებს.

ლომჯარიას თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ანაზღაურდება საბანკო დავალიანება, თუმცა მთავრობის ინიციატივაში კითხვის ნიშნებს ხედავს.

„ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს შესწავლას. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების ანაზღაურება. თუკი მასში კერძო პირები იქნებიან ჩართულნი და ისინი კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის, სამართალადამცავი ორგანოების, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მეორე ტურის წინ ადგილი აქვს ზეწოლას საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულებთან მიმართებაში.

„ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისინი არიან ნამდვილად სანდო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციები. შესაბამისად, როდესაც სახალხო დამცველი შეაჯამებს არჩევნების მიმდინარეობას და ასახავს ყოველწლიურ ანგარიშში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. ამ თვალსაზრისით ჩვენ არჩევნების მიმდინარეობას თვალ-ყურს ვადევნებთ. შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში გვექნება სათანადო შეფასება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი

19 მარტი, 2024 , 12:51

ყველაფერი, რაც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:43

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან, – ამის შესახებ საქარ

ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

19 მარტი, 2024 , 12:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენსა და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლო

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი