უკან

საზოგადოება

15 მარტი, 2017 14:25
font-size

სახალხო დამცველი შრომის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო პაკეტზე მუშაობას ეხმაურება და რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს. ომბუდსმენი ურჩევს საკონსტიტუციო კომისიას, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ყურადღება გაამახვილონ სოციალურ, კერძოდ შრომით უფლებებს და მათი დაცვის უზრუნველსაყოფად, კონსტიტუციის ჩანაწერის თანახმად, შეიქმნას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა კონსტიტუციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, ასევე ურჩევს კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფებს, რომ ამოქმედდეს საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერი ინტერნეტთავისუფლების შესახებ.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადება ითვალისწინებს ინიციატივებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღსრულების მექანიზმების გაძლიერების შესახებ, რომ განსაზრვრული იყოს ომბუდსმენის საბიუჯეტო სტაბილურობის გარანტიები, ასევე იმას, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ინიციატივები მეტად პრიორიტეტული გახდეს.

„მედიანიუსი“ ომბუდსმენის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულება და შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიაში საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ასევე შედიან საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელები. კომისიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში აყენებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილი რეალიზებისთვის რეალური კონსტიტუციური მექანიზმების შექმნა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში ზედმიწევნით აისახოს სოციალური უფლებები და შეიქმნას სოციალური უფლებების განხორციელების ქმედითი საკონსტიტუციო გარანტიები. კერძოდ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შრომითი უფლებების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კონსტიტუცია უნდა ითვალისწინებდეს ჩანაწერს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის შესახებ. ათწლეულების გამავლობაში ქვეყანაში არსებული შრომითი უფლებების დარღვევის სიმწვავე ცხადყოფს მათი აღმოფხვრისა და პრევენციისთვის კონსტიტუციური ზედამხედველობის ორგანოს შექმნის აუცილებლობას.

ასევე საგულისხმოა, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში წარდგენილი წინადადება, რომლის მიხედვით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა კონსტიტუციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაზეც წლებია თავის ანგარიშებში საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციის საგანს. მსგავსი მექანიზმის შექმნის კონსტიტუციით უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის აღმოფხვრისა და პრევენციის აუცილებელი პირობაა.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში ინტერნეტთავისუფლებასთან დაკავშირებული დებულების ინტეგრირების წინადადებით გამოდის. ინტერნეტის როლი და მნიშვნელობა დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში ფასდაუდებელია. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად იქნა აღიარებული და მნიშვნელოვანია ინტერნეტთავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერს საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებდეს.

გარდა აღნიშნული საკითხებისა, საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოვების ინიციატივით მიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება უნდა გაცდეს ნორმათა კონტროლის მოდელს და უნდა განახორციელოს რეალური სარჩელის საფუძველზე კონსტიტუციური კონტროლი, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების თვალსაზრისით.

საქართველოს სახალხო დამცველი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონსტიტუციით განისაზღვროს საქართველოს სახალხო დამცველის საბიუჯეტო სტაბილურობის გარანტიები. ასევე მოხდეს კონსტიტუციის დონეზე საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეუხებლობის გარანტიების განმტკიცება.

დაბოლოს, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული უთანასწორობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ფონზე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პრიორიტეტულად განიხილებოდეს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ინიციატივები.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებით განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

ნათია თურნავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი დაშავებული ქალბატონი მოინახულა

19 ოქტომბერი, 2019 , 19:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა. „კლინიკაში ამ დრომდე რჩება ერთი პაციენტი,

ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით, რომლის ძალა იმერეთმა და ქუთაისმა მომცეს - თეიმურაზ შაშიაშვილი

19 ოქტომბერი, 2019 , 18:32

დღეს 21 - ე წელია, უახლესი ისტორიის ერთ-ერღი დრამატული მოვლენებიდან, როცა ქუთაისთან, გუბისწყალთან აკაკი ელიავას შეიარაღებული ძალები შეაჩერეს და თბილისისკენ არ გამოუშვეს.  იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი თეიმურაზ შაში

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, დავეხმაროთ აღდგენაში-კახა კალაძე

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ეგურამიშვილის 30 ნომრიდან რთ-ერთ სასტუმროში გადაყვანილი ოჯახები მოინახულა. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახების გადაყვანა სასტუმროებში ხდება დროებით და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა

ჩემი ძირითად ამოცანაა არა 10 წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ჩვენი ხალხისთვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 15:50

პროფესიული, განათლებული, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, ძლიერი, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა - ეს ყველაფერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, - ამის შესახებ გიორგი გახარია

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 15:25

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველანაირი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 15:25

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა. პროექტს - „პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარება“ შინაგან საქ