უახლესი ამბები
- 03.03.2021 14:15ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
- 03.03.2021 14:15პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ და ამით ფინანსური სარგებელიც მიიღონ - სერგო ჩიხლაძე
- 03.03.2021 14:15ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შეჩერებას ითხოვს
- 03.03.2021 12:55მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე
- 03.03.2021 12:55გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
- 03.03.2021 11:40ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
- 03.03.2021 11:40თავდაცვის მინისტრმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
- 03.03.2021 11:28საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 03.03.2021 10:53ეს დაპირისპირების გზაა და ეს ხელისუფლების არჩევანია - თემურ შაშიაშვილი
- 03.03.2021 10:49ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
არქივი
პოლიტიკა


სახალხო დამცველი შს მინისტრს მიმართავს
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე არასათანადო რეაგირების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლგბტ თემის წარმომადგენელის ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტს შეესწრო. კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს რწმუნების წარდგენის მიუხედავად არ რთავდა შენობაში ყოფნის ნებას. ამასთან, ჰომოფობიურად იყო განწყობილი და აგრესიას გამოხატავდა ლგბტ თემის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა, სამინისტროს მოსამსახურეები მკაცრად გააფრთხილეს მოქალაქეებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ „შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არაერთ განცხადებას სწავლობს, სადაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციელთა მხრიდან ჰომოფობიურ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და არასათანადო რეაგირებაზე უთითებენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სამწუხაროდ, რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმისწარმოების გაგრძელებაზე, რაც სხვა სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან ერთად, მათი სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობის დაბალი ხარისხითაც არის განპირობებული, ხოლო რიგ საქმეებში რთულია მტკიცებულების მოპოვება.
რეკომენდაციით სახალხო დამცველმა საქმის საფუძვლიანი შესწავლა და პოლიციის წარმომადგენლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება მოითხოვა. სახალხო დამცველის აზრით, ასევე უნდა განხორციელდეს პოლიციის თანამშრომლების გადამზადება გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით და პოლიციელებს განემარტოთ სახალხო დამცველის მანდატისა და უფლებამოსილების შესახებ.
საკვანძო სიტყვები:

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
3 მარტი, 2021 , 12:20

ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
3 მარტი, 2021 , 11:40

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი
2 მარტი, 2021 , 19:02

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00