უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
საზოგადოება
11 თებერვალი, 2017 14:15
სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის ხსენების დღეს ულოცავს, რომელიც წელს 11 თებერვალს აღინიშნება.
სომეხი ხალხისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წმინდანის ხსოვნის დღესასწაული გამორჩეულად მდიდარი ხალხური წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებითაც აღინიშნება.
ამ საეკლესიო და ასევე სახალხო-საოჯახო დღესასწაულზე, სახალხო დამცველი სომეხ თანამოქალაქეებს სიკეთეს, მხნეობასა და მშვიდობას უსურვებს.