უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 აპრილი, 2018 11:08
font-size

სახალხო დამცველი წამლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე კონტროლის დაწესებას ითხოვს

სახალხო დამცველი მედიკამენტების მარკეტინგზე, რეკლამირებასა და წამლების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე მკაცრი რეგულაციების და კონტროლის დაწესებას ითხოვს.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით,სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების ხარისხის მაღალი სატნდარტებით კონტროლს, რადგან საქართველოში შესაბამისი სტანდარტი არ არის დანერგილი. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან ფარმაცევტული ბაზრის დაცვის პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შეიმუშავა.

„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს არ ჰყავს გადამზადებული GMP ინსპექტორები, რომლებიც შეძლებდნენ ადგილობრივი წარმოების შესაბამისობის დადგენას GMP სტანდარტებთან. ამასთან, უარყოფითად უნდა შეფასდეს ვადების გადაწევის საკითხი - GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება დაგეგმილია 2019 წლის 1 ივლისამდე, ხოლო ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოება უკვე 2022 წლის 1 იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ნაციონალური GMP-ის ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან იყო დაგეგმილი.“ - ნათქვამია სახალხო დამცველის ანნგარიშში, რომელსაც ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტს 30 აპრილს წარუდგენს.

ომბუდსმენისვე განცხადებით, სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების და დაცული პირობების შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ფარმაცევტული საქმიანობების: ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, შემდგომი კვლევის, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსების, სარეალიზაციო პირობების შემუშავება, გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2020 , 17:15

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია

2 ივნისი, 2020 , 16:50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

2 ივნისი, 2020 , 16:21

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტე

გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი, 2020 , 15:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გ

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

2 ივნისი, 2020 , 14:10

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს

“საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან” - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

2 ივნისი, 2020 , 12:57

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება. "ა.წ. 22 მაისს რადიო თავი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!