უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ივლისი, 2017 14:50
font-size

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას

საქართველოს სახალხო დამცველი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,,2017 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით ცვლილება შეიტანა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რის შედეგად საქართველოში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბერი.

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილების შეტანას. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული სხვა პოზიტიური ცვლილებები (დახურულ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვა, თამბაქოს პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამირებისა და პოპულარიზაციის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამებისა და სამედიცინო გაფრთხილების დატანის წესს და ა. შ.) უკვე დადგენილ ვადებში ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან საქართველოს მაცხოვრებელთა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დაცვა კიდევ მრავალი წლით გადაიდება, რაც საბოლოოდ ძალზედ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი