უკან

საზოგადოება

5 ოქტომბერი, 2017 16:20
font-size

სახალხო დამცველი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაციას ითხოვს

2017 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა და თავშესაფრის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მათი უსახლკარობისგან დაცვისთვის საჭირო ფინანსური ან/და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზება და იდენტიფიცირებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება მოითხოვა.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში არ არსებობს უსახლკარო პირთა პრობლემებზე რეაგირების რეგულაციები, ამასთან უკვე წლებია ვერ გამოინახა რესურსები მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შესამუშავებლად, რის გამოც უსახლკარო პირებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ თავშესაფრის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, დარღვეულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო პირების კანონმდებლობით აღიარებული თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადგილი აქვს რესურსების აშკარა ნაკლებობას, სახელმწიფოს მაინც ეკისრება ვალდებულება შექმნილ სიტუაციაში შეეცადოს მაქსიმალურად ფართოდ განახორციელოს შესაბამისი უფლების უზრუნველყოფა.

,,გარდა ამისა, რესურსების ნაკლებობა სახელმწიფოს არ ათავისუფლებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულებისაგან, რაც უფლების ეტაპობრივი და სრულფასოვანი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უფლების შეუსრულებლობის დონის მონიტორინგი და შეიმუშაოს სტრატეგიები და პროგრამები მათ განსახორციელებლად.

რეკომენდაციაში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება საერთოდ არ არის დამოკიდებული უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ან ინფრასტრუქტურული სახსრების არსებობაზე. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველმა მცხეთის მუნიციპალიტეტისგან იმ გადაუდებელი ხასიათის ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა, რაც აუცილებელია უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლების მინიმალურ დონეზე რეალიზაციისათვის“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:00

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კო

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ