უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ნოემბერი, 2016 14:10
font-size

სახალხო დამცველი ზვარეში მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას დააკვირდება

სახალხო დამცველის აპარატი სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილი მუშების ცემის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატი ცდილობს, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოს მომხდართან დაკავშირებით.

,,ჩვენ დავინტერესდით ზვარეში მიმდინარე მოვლენებით, თუმცა ამ ეტაპზე, რაიმე დეტალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ ყველა იმ მხარისგან, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. გამოძება მიმდინარეობს, როგორც ცნობილია რამოდენიმე ადამიანი არის დაკავებული. ჩვენ თვალს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ რამოდენიმე მუშას დამსაქმებლები დიზიკურად გაუსწორდნენ. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებს რკინის კონსტრუქციებითა და სამუშაო იარაღებით სცემეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მოხდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მარი ნამგალაძე

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი