უკან

საზოგადოება

14 აპრილი, 2017 12:00
font-size

სახალხო დამცველის აპარატი ფემიციდის მონიტორინგს განახორციელებს

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 2016 წელს 21 ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი, ხოლო ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერიკა კვაპილოვასთან შეხვედრისას ომბუდსმენმა მიმართა მთავრობას, რომ შემუშავდეს პრევენციული ზომები ფემიციდის წინააღმდეგ.

როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, ომბუდსმენის აპარატი განახორციელებს ფემიციდის მონიტორინგს, ასევე დააკვირდება სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას ამ მიმართულებით.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან საქართველოში ერიკა კვაპილოვასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების შემაშფოთებელ მასშტაბებზე და ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში 21 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ ქმარმა, გულმკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი და 2017 წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის, რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა.

ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს, მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„ვაცნობიერებთ რა ფემიციდის, როგორც დანაშაულის სიმძიმეს და უარყოფით გავლენას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ვიზიარებთ რა გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციას ფემიციდის მონიტორინგის სისტემის შექმნის შესახებ, ვაცხადებ, რომ სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს, რათა შეფასდეს ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზები; ამასთან, შეისწავლის სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებულ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს.

„ფემიციდის მონიტრორინგი მნიშვნელოვანი და ქმედითი მექანიზმი იქნება დანაშაულის პრევენციის საქმეში“, – განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს – მსოფლიოში მეორე ომბუდსმენის აპარატს (არგენტინის შემდეგ), რომელმაც ფემიციდის მონიტორინგის შესრულება იტვირთა.

უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელებისას სახელმწიფო, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სახალხო დამცველის აპარატთან“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა

15 ოქტომბერი, 2019 , 11:15

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველ საშეჯიბრო დღეს ორი მედალი მოიპოვა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტური

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

15 ოქტომბერი, 2019 , 10:30

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 15 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი – 10:00

ის რაც ამჟამად სირიაში ქურთების წინააღმდეგ ხდება, საქართველოს უშიშროებასაც დიდ საფრთხეს უქმნის - შალვა ნათელაშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 17:13

„ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის წარმომადგენლებთან და თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ქურთი ეროვნების მოქალაქესთან ერთად საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. „ლე

ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა

14 ოქტომბერი, 2019 , 15:05

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პიროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. &bdqu

ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას - სალომე ზურაბიშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 14:41

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში? - სალომე ზურაბიშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 14:27

რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში? – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ ყოფილა პრეზიდენტი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შეწყალების საქმესთან დაკავშ