უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მაისი, 2017 15:10
font-size

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, გამქირავებლის მხრიდან „კივი“ კაფესთან ქირავნობის ხელშეკრულების გაწყვეტა დისკრიმინაციით იყო გამოწვეული

სახალხო დამცველის აპარატმა ვეგანური კაფე ,,კივის“ ადმინისტრაციის მიმართ ფართის მესაკუთრის მხრიდან გარეგნობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ასოციაციითი დისკრიმინაციის ფაქტი დაადასტურა.

აღნიშნული ფაქტების განხილვა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადების საფუძველზე მოხდა.

EMC-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ფართის მეპატრონემ ქირავნობის ხელშეკრულება დაარღვია და ადგილის დაცლის ერთთვიანი ვადა მისცა მას შემდეგ, რაც „კივი“ კაფეს პერსონალსა და კლიენტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის მეპატრონის შვილმაც.

ომბუდსმენის შეფასებით, გამქირავებლის მხრიდან ქირავნობის ხელშეკრულების გაწყვეტა განპირობებულია მისი სტერეოტიპული შეხედულებებით განსხვავებული ჩაცმულობის მქონე ხალხისა და ლგბტ-ჯგუფებთან მათი სავარაუდო კავშირის გამო. სახალხო დამცველმა ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მეპატრონეს რეკომენდაციით მიმართა, რომ სახელშეკრულებო თუ სხვა ურთიერთობებში მომავალში თავი შეიკავოს დისკრიმინაციული ქმედებებისგან.

ანა მებურიშვილი

კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს სტუმრობდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, საქართველოში ასეთი შთამბეჭ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0758 ლარი გახდა

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0758 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გოგი თოფაძის შვილიშვილმა, ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა. ექიმების თქმით, ლევან თოფაძე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შ

„ბაჩანა ამ ბინძურ ისტორიაში ყველაზე ალალ და კეთილ ადამიანად მომეჩვენა... ადვოკატი რამიშვილი არის არაპროფესიონალი“

7 აგვისტო, 2020 , 17:25

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “გუშინ ვუყურე გვარამიას თოკ შოუს სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი და ადვოკატი რამიშვილი ყავდა სტუმრად. ასევე ვადევნებ თვალყურს

ავიაკომპანია „ლოტი“ ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

7 აგვისტო, 2020 , 15:55

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 2

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

7 აგვისტო, 2020 , 15:35

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე