უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 იანვარი, 2020 16:25
font-size

სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, მოქალაქეები დაიცვან გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გ განცხადებას, რომ ის არ არის მისი ან ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი.

„სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვან გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩემი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას გულისხმობენ, თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს. თუმცა, მე ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითები, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება - ნათია მეზვრიშვილი

31 მარტი, 2020 , 16:15

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება. თუ წესი დაირღვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმოქმედებენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრა

მედიკოსი კორონავირუსით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა - პრემიერი

30 მარტი, 2020 , 18:35

მედიკოსის კორონავირუსის ინფექციით დაინფიცირება მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა, - გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გახარიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით ერთი მედიკოსია კორონავირუსის

იმის თქმა, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა იმალება, არის კლასიკური დემაგოგია - თენგიზ ცერცვაძე

30 მარტი, 2020 , 10:45

ეს არის კლასიკური დემაგოგია, არ შეიძლება, კარგზე ცუდი თქვა, – ასე აფასებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, თითქოს საქართველოში ახალი

საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემ

თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს - პაატა იმნაძე

28 მარტი, 2020 , 15:25

თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ძ

ამხელა გამოწვევასთან ბრძოლაში, ეს სენსიტიური გარემო უმჯობესია ყველამ გაითვალისწინოს - ქეთევან ციხელაშვილი

27 მარტი, 2020 , 11:16

საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშო სახელმწიფო მ