უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2017 16:55
font-size

სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი 800 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი 800 ლარით დაჯარიმდა ომბუდსმენისთვის ინფორმაციის არმიწოდებისთვის.

საქმე ეხება მსჯავრდებულ მ.შ.-ის საჩივარს, რომლითაც მან მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ის ეხებოდა დასავლეთი საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უარს ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საჩივარი N3 პენიტენციურ დაწესებულების ადმინისტრაციას მოუვიდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომდე არ მისულა.

სახალხო დამცველის აპარატმა მოითხოვა დაწესებულების დირექტორისგან ინფორმაცია მსჯავრდებულის საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ჩაბარების შესახებ, რაზეც უარი მიიღო. N3 პენიტენციურ დაწესებულების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და მის გასაცემად მსჯავრდებულის თანხმობა იყო საჭირო.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის აპარატის წერილს სრულად გთავაზობთ:

„2017 წლის 14 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი გაეგზავნა პენიტენციური დეპარტამენტის N3 პენიტენციურ დაწესებულების დირექტორს მსჯავრდებულ მ.შ.-ის განცხადებაში მითითებული საკითხის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. კერძოდ, მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე დასავლეთი საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უარის გასაჩივრების მიზნით 2017 წლის 23 იანვრის საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივარი ჩაბარდა N3 პენიტენციურ დაწესებულების ადმინისტრაციას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული საჩივარი არ მიუღია.

საკითხის შესწავლის მიზნით #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ეთხოვა სახალხო დამცველის აპარატისათვის მოეწოდებინა ინფორმაცია, ჩაბარდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ მ.შ. -ის 2017 წლის 23 იანვარის საჩივარი. ასევე, დადებითი/უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეთხოვათ, განემარტათ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები.

პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 8 ივნისის წერილის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს პასუხად ეცნობა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნასამართლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და სახალხო დამცველის აპარატს ამ ინფორმაციის გასაცემად ეთხოვა მსჯავრდებულის თანხმობის წარდგენა #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისათვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დადგენილების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება ნასამართლეობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებული იყო, სახალხო დამცველის აპარატისათვის მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობისა თუ იურიდიული პირი ვალდებულია, ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება მოწმდება, ან გასაჩივრებულია, ვალდებულია, საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე“.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით“, -ნათქვამია განცხადებაში.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ, რათა მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც ნელ-ნელა ავამუშაოთ - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:35

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

5 ივნისი, 2020 , 16:35

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდ

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:00

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი ასევე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, – ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!