უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 დეკემბერი, 2016 14:15
font-size

სახალხო დამცველის მოადგილემ ვარშავაში ექსპერტთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

28–29 ნოემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ და სახალხო დამცველის მთავარმა მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში ვანდა ჯიჯელავამ ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხზე ექსპერტთა შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით არსებული სხვდასხვა საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს. გაიმართა დისკუსია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამომავლო ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ადამიანის უფლებათა საკითხებში პოლონეთის კომისრის ოფისის, ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტის, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელისა და ევროპის საბჭოს მიერ.

საკვანძო სიტყვები:

ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის

28 მაისი, 2020 , 17:07

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მხარდა

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:50

რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველ

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ შორის პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარების შესახებ ონლაინ საუბარი შედგა

28 მაისი, 2020 , 12:45

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული დაავადება მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, - ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიი

ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა

28 მაისი, 2020 , 12:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

28 მაისი, 2020 , 11:23

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. სრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 მაისი, 2020 , 11:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა