უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 იანვარი, 2020 15:15
font-size

სახალხო დამცველის მოხსენება არის უკიდურესად საგანგაშო და ამ მოხსენების მერე ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა - რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის შეფასებისას ამბობს, რომ მინისტრი ასეთი საგანგაშო ანგარიშის გამო თავის მართლების ნაცვლად, გადადგებოდა.

"სახალხო დამცველის მოხსენება არის უკიდურესად საგანგაშო და ამ მოხსენების მერე ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა. მინისტრი უნდა გადადგეს, რადგან ეს არის საგანგაშო მოხსენება. როცა კრიმინალი არსებობს ქვეყანაში, ის აუცილებლად გაჩნდება დახურულ სისტემაში. ციხეში „მაყურებელი“ ეს არის ფაქტობრივად, ციხეში ფინანსური კრიმინალური სისტემის აღდგენა, რომელიც ძალადობს ერთი მხრივ, პატიმარზე და მეორე მხრივ, მათ ოჯახებზე. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ კრიმინალის გამოყენება საარჩევნო და სხვა მიზნებისთვის გახდა ციხეში კრიმინალური სუბკულტურის აღდგენის მიზეზი. ამიტომ ხელისუფლებისთვის ეს არის განაჩენი, ერთადერთი წარმატებული სფერო, რომელიც მათ ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, ციხეებში მდგომარეობის მეტ- ნაკლებად გაუმჯობესება, ესეც ფაქტობრივად, ჩამოეშალათ. მეორე წარმატება რაც იყო, ეს გახლდათ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და აგერ 300 მილიონიანი დავალიანებით დაამთავრა ეს წელი ჯანდაცვის სისტემამ და კრახი განიცადა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა - გიორგი გახარია

4 აპრილი, 2020 , 14:50

არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. „გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკ

გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე - ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს და თუ რეისის ორგანიზების თავი არ აქვთ, ეს ფული გადარიცხონ ფონდში

4 აპრილი, 2020 , 14:25

ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნა

ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული - გიორგი გახარია

4 აპრილი, 2020 , 14:25

ეს ფაქტი თუ დადასტურდა, მიმაჩნია კატეგორიულად მიუღებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ოზურგეთის მერიაში პრემიების შესაძლო გაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

ერთი კოვზით ზიარება - სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა - ანდრია ჯაღმაიძე

3 აპრილი, 2020 , 17:44

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას. სასულიერო პირის განმარტებით, სინდომა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა დასრ

მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას - პაატა იმნაძე

3 აპრილი, 2020 , 17:25

ხალხი არის დაძაბული და კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. ერთი და იგივე კითხვები ძაბავს მოსახლოებას, ფსიქიკას კიდევ უფრო, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაც

37.5 და მეტ სხეულის ტემპერატურაზე ადამიანი მიიღებს კონსულტაციას, თუმცა მარტო ესეც არ არის საკმარისი - პაატა იმნაძე

3 აპრილი, 2020 , 15:55

37.5 და მეტ სხეულის ტემპერატურაზე ადამიანი მიიღებს კონსულტაციას, თუმცა მარტო ესეც არ არის საკმარისი, რათა ეს იყოს საეჭვო შემთხვევა, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე