უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2017 14:20
font-size

სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება

საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში მომზადდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ანგარიშში განხილულია ცალკეული დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ თემის წარმომადგენლების და რელიგიური უმცირესობების თანასწორობის მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ანგარიში ასევე მიმოიხილავს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საკითხს, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, გაცემული რეკომენდაციებისა და ზოგადი წინადადებების შესრულების ტენდენციას.

ანგარიშის თანახმად, 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 201 საქმე განიხილა. წინა საანგარიშო პერიოდში კი სულ 113 განცხადება იყო განხილული. საანგარიშო პერიოდში გამოიცა 11 რეკომენდაცია და 11 ზოგადი წინადადება, გასულ წელს კი 12 რეკომენდაცია და 4 ზოგადი წინადადება იქნა შემუშავებული. ამასთან, წარდგენილი იქნა 4 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. საქმის წარმოება შეწყდა 99 საქმეზე, წინა საანგარიშო პერიოდში კი ასეთი 41 საქმე იყო. მოცემულ პერიოდში 1, წინა საანგარიშო პერიოდში კი 19 საქმე იქნა დაუშვებლად ცნობილი.

სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი განსხვავებული მოსაზრების (12%), სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (11%), რელიგიის (10%) და პოლიტიკური შეხედულების (9%) საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება. ასევე აქტუალურია მომართვიანობა შეზღუდული შესაძლებლობის (9%), ეთნიკური წარმომავლობის (7%), სქესის (6%), ასაკის (4%) და მოქალაქეობის (4%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ. შემოსული განცხადებების 13%-ში მითითებულია „სხვა ნიშანი“, განცხადებების 13%-ში კი დისკრიმინაციისგან დაცული საფუძველი არ გამოიკვეთა. წინა წელს თანასწორობის დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი პოლიტიკური ან სხვა შეხედულების (18%), რელიგიის (17%) და ეროვნული/ეთნიკური (14%) საფუძვლით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს ეხებოდა. ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო განცხადებების, რომელიც დაკავშირებული იყო სქესის (10%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან. სხვა ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ კი განმცხადებელთა 8% დავობდა. ამასთან, წინა საანგარიშო პერიოდში, მიმდინარესთან შედარებით, დაბალი იყო მომართვიანობა სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის (8%) და შეზღუდული შესაძლებლობის (7%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე, დაიწყო საინფორმაციო კამპანია – „თანასწორობა ჩვენ გარშემო“, რომლის ფარგლებშიც თანასწორობის თემაზე გავრცელდება ინფორმაციული ვიდეო–რგოლი; გაგრძელდება ფოტოკონკურსი; საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებისა და ადვოკატირების მიზნით, დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ადამიანის უფლებების კვირეულში გაიმართება ქუჩის აქცია.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი

5 დეკემბერი, 2019 , 18:44

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მ

მოსწავლეები CERN-ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცერნში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების,

რეგიონებში ორგანიზებული ძალადობის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია - 400 ათასი კონტრაქციებისათვის

5 დეკემბერი, 2019 , 13:10

ოპოზიციის წევრებსა და ოფისებზე თავდასხმის იდეა ივანიშვილის რეჟიმის იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისიდან, კერძოდ კი, კახი კალაძის გარემოცვიდან მოვიპოვეთ. 

Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია

5 დეკემბერი, 2019 , 13:00

ვითიბი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში. 31 დეკემბრის ჩათვლით, ვითიბი ბანკის ნებისმიეირი Mastercard-ის ბარათით გადახდისას, შესაძლებელია 750 - და

გიორგის სიცოცხლისთვის!

5 დეკემბერი, 2019 , 11:25

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება! გიორგის დიაგნოზია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკეემია. განეკუთვნება მაღალ რისკს. გიორგის ქიმიო თერაპიის ბლოკის ჩატარების დროს მედიკამენტ L- Asparaginase-ზე გამოუვლინდა ძლიერი ალ

ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა

4 დეკემბერი, 2019 , 18:04

მეტროსადგურმა „ვარკეთილი“ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ “მედიანიუსს” თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურიდან აცნობეს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`