არქივი
საზოგადოება


სახალხო დამცველის ცხელი ხაზი ერთი წლისაა
ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის ცხელი ხაზის მუშაობის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, აქცია გამართა და მოსახლეობას ცხელი ხაზის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ფლაერები დაურიგა. ასევე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ამ დღესთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეოკლიპი.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ცხელი ხაზი ნომრით - 14–81 ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან 24 საათის განმავლობაში იღებს და მოქმედებს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.
,,ცხელი ხაზის ეფექტური ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ოპერატორები და სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებით აღჭურვილი თანამშრომლები შედიან.
რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გადის მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ასევე არასამუშაო საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან: პირს ემუქრება სიცოცხლის მოსპობისა თუ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე; პირი დაექვემდებარა უკანონო დაკავებას, დაპატიმრებას თუ თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვას; ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებენ სათანადოდ; ადგილი აქვს მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სხვა დარღვევებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარების საფუძველზე შედგა 294 სატელეფონო ოქმი, ხოლო თბილისის მასშტაბით რეაგირების ჯგუფი 95 ფაქტთან დაკავშირებით გავიდა შემთხვევის ადგილზე.
ცხელი ხაზზე დარეკვა შესაძლებელია როგორც საქალაქო, ასევე მობილური ოპერატორების ნომრებიდან. მობილური ოპერატორების ნომრიდან დარეკვის შემთხვევაში 1 წუთის ღირებულება 6 თეთრია, ხოლო საქალაქო ტელეფონიდან დარეკვა უფასოა.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას
7 მარტი, 2021 , 23:17

“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
7 მარტი, 2021 , 21:02

თუ შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ, თუ საზოგადო საქმე ზიანდება, შევეწინაააღმდეგოთ – მეუფე შიო
7 მარტი, 2021 , 17:38

ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა - მუსიკოსი
7 მარტი, 2021 , 16:44
„ამ ბოროტების შემქმნელი არის ეს კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი“ - ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს
7 მარტი, 2021 , 15:24

„შეაგინე ბერას“ - კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა
7 მარტი, 2021 , 12:16