უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ნოემბერი, 2017 15:15
font-size

სახალხო დამცველმა 2012-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა

2017 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2012-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა ინდივიდუალური საქმისწარმოების, მონიტორინგის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და განათლების, ასევე საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სახალხო დამცველის მანდატის გაფართოებას, აპარატში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებსა და იმ პროგრესს, რომელიც აპარატმა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხუთი წლის განმავლობაში განიცადა.

საანგარიში პერიოდში ორჯერ გაიზარდა სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა; კერძოდ, 2012 წელს შემოვიდა 4 291 განცხადება, 2016 წელს - 8 827 განცხადება, ხოლო 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით შემოსულია 7697 განცხადება. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის ნოემბრიდან სახალხო დამცველის აპარატში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც 2017 წელს 4801 ზარი დაფიქსირდა, 2015-2017 წლებში კი - 7625 ზარი. ზარები შემოსულია როგორც საქართველოს რეგიონებიდან, დიდი ქალაქებიდან, ასევე პენიტენციური დაწესებულებებიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და კერძო (ფიზიკური და იურიდიული) პირების მიმართ, 2017 წელს 107 რეკომენდაცია, წინადადება და ზოგადი წინადადება გასცა, ჯამში კი, 2012-2017 წლებში 657 რეკომენდაციაა გაგზავნილი.

2012-2017 წლებში მომზადდა 74 სპეციალური ანგარიში, 14 საკანონმდებლო წინადადება, 35 კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება/შენიშვნა, გაიგზავნა 12 კონსტიტუციური სარჩელი და 28 სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება.

გაზრდილია სახალხო დამცველის ჩართულობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებით, 2014-2017 წლებში საქართველოს სახალხო დამცველმა სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადაცვით ინსტიტუტებში 45 წერილობითი მოსაზრება/კითხვარები მოამზადა და გააგზავნა.

საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონული ოფისების გაძლიერებას. საანგარიშო პერიოდში გაიხსნა სამი ახალი ოფისი: თელავში 2014 წელს, ოზურგეთში 2015 წელს და მესტიაში 2017 წელს. ამ დროისთვის რეგიონული ოფისების რაოდენობა 9-ს შეადგენს, სადაც 4 940 მოქალაქეს გაეწია კონსულტაცია. ამასთან, საქართველოს რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით განხორციელდა 106 ვიზიტი.

სახალხო დამცველმა 2014 წლიდან დაიწყო ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების პროცესის მონიტორინგი და 2014-2017 წლებში აპარატმა 247 მოქალაქის დაბრუნების მონიტორინგი განახორციელა.

საქართველოს სახალხო დამცველი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს ადამიანის უფლებადაცვით ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, რომელმაც 2017 წელს, მონიტორინგის მიზნით, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა ქაბულში, ავღანეთში.

საქმიანობის ანგარიშს საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოების წინაშე 2013 წლიდან წარადგენს.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში აშშ-ის საელჩო გამყოფ ხაზზე მიმდინარე პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

27 მაისი, 2020 , 20:12

საქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს

სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს ტელეფონით ესაუბრა

27 მაისი, 2020 , 17:46

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან

გიორგი გახარია არის ჯალათი, არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი - თინა ბოკუჩავა

27 მაისი, 2020 , 16:59

გიორგი გახარია თავმომწონედ პოზირებს, თითქოს დაავიწყდა, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზ

ნატო ჩხეიძე პრემიერს: ძნელბედობაა ბატონო გიორგი ახლა და თქვენი „წერტილები“ ჩვენს მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება

27 მაისი, 2020 , 16:05

თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარე აუცილებლად გაახსენდება ადამიანს რობერტ ბერნსის ერთი ფრაზა. ვფიქრობ, რომ ის ესადაგება თქვენი მთავრობის მუშაობას და თქვენი ნებართვით ვიტყვი: „ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნე

რუსეთის მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა ცინიკური განცხადება - საქართველოს საგარეო უწყება

27 მაისი, 2020 , 14:37

წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღის ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია ნათქვამი, რომლითაც უწყება რუსეთის საგა

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვან ლუგარის ცენტრის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება - საგარეო უწყება

27 მაისი, 2020 , 14:15

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შო