უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2017 12:25
font-size

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების თანამშრომლობის სემინარში მიიღო მონაწილეობა

29-30 ნოემბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მთავარმა სპეციალისტმა ჯამარაულმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების თანამშრომლობის შესახებ გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სემინარზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სხვა რეგიონული ორგანოების 120–მა წარმომადგენელმა თანამშრომლობისა და ჩართულობის არსებულ პრაქტიკასა და ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით მომავალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სემინარის ფარგლებში გამართულ დისკუსიებზე განიხილეს მრავალმხრივი, კონკრეტული იდეები შემდგომი თანამშრომლობისთვის ევროკავშირის ინსტიტუტების ეროვნულ დონეზე გააქტიურების კუთხით - როგორც ევროკავშირის მიერ საჯარო განცხადებების მხარდაჭერის, ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და ადამიანის უფლებათა შესახებ დიალოგში ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ყოველწლიურ გენერალური ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო ქსელის მიერ გასულ წელს გაწეული სამუშაოს და აქტივობების ანგარიში, ფინანსურმა კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოა, ფინანსური ანგარიში წარმოადგინა, ასევე განიხილეს ქსელის სამოქმედო გეგმა და 2018-2021 წლების სტრატეგიული და ბიზნეს გეგმები. განახლდა ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფების პოლიტიკის დოკუმენტები. ქსელის წევრებმა აირჩიეს აკრედიტაციის კომისიის ახალი წევრი, რომელიც იქნება ევროპის რეგიონიდან წარმომადგენელი გლობალურ ალიანსში (GANHRI).

ღონისძიებები ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ქსელის ორგანიზებით გაიმართა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში აშშ-ის საელჩო გამყოფ ხაზზე მიმდინარე პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

27 მაისი, 2020 , 20:12

საქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს

სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს ტელეფონით ესაუბრა

27 მაისი, 2020 , 17:46

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან

გიორგი გახარია არის ჯალათი, არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი - თინა ბოკუჩავა

27 მაისი, 2020 , 16:59

გიორგი გახარია თავმომწონედ პოზირებს, თითქოს დაავიწყდა, რომ მისთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზ

ნატო ჩხეიძე პრემიერს: ძნელბედობაა ბატონო გიორგი ახლა და თქვენი „წერტილები“ ჩვენს მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება

27 მაისი, 2020 , 16:05

თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარე აუცილებლად გაახსენდება ადამიანს რობერტ ბერნსის ერთი ფრაზა. ვფიქრობ, რომ ის ესადაგება თქვენი მთავრობის მუშაობას და თქვენი ნებართვით ვიტყვი: „ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნე

რუსეთის მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა ცინიკური განცხადება - საქართველოს საგარეო უწყება

27 მაისი, 2020 , 14:37

წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღის ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია ნათქვამი, რომლითაც უწყება რუსეთის საგა

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვან ლუგარის ცენტრის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება - საგარეო უწყება

27 მაისი, 2020 , 14:15

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შო