უახლესი ამბები
- 07.03.2021 23:17ნატო ჩხეიძე: გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას
- 07.03.2021 21:02“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- 07.03.2021 16:44ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა - მუსიკოსი
- 07.03.2021 14:19„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
- 07.03.2021 13:24ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
- 07.03.2021 12:57შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო
არქივი
საზოგადოება


სახალხო დამცველმა მთავრობას მოუწოდა, უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების სრულწლოვან ასაკს მიღწეული ბენეფიციარების მხარდაჭერა
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მთავრობას მიმართა წინადადებით მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.
როგორც აღნიშნული სახლების მონიტორინგმა აჩვენა, პრობლემურია არასრულწლოვნების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების უფლებების დაცვა.
ომბუდსმენმა მოუწოდა მთავრობას, შეიმუშავოს კონკრეტული ქვეპროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების სათანადო მხარდაჭერას
„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად წლების განმავლობაში რჩება არასრულწლოვნების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების უფლებების დაცვის საკითხი. ხშირ შემთხვევაში, 18 წლის ახალგაზრდა ადამიანი ზრუნვის სისტემას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოუმზადებელი ტოვებს - არ არის დასაქმებული, არ აქვს თავისი ინტერესების შესაბამისი პროფესია, არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების მხარდაჭერის კონკრეტული სერვისი, რაც მორგებული იქნება მათ ბაზისურ საჭიროებებზე, რათა მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა და დაცული იყვნენ სიღარიბის, ძალადობისა და სხვა საფრთხეებისგან.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შემუშავდეს კონკრეტული ქვეპროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების სათანადო მხარდაჭერას, გარდა ამისა, ცვლილებები შევიდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N601 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის ნაწილში, მუხლი მე-3, რომლითაც ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული იქნებიან ახალგაზრდები, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მათი უმაღლესი/პროფესიული განათლების მიღებისა თუ სხვა სახის საჭიროებიდან გამომდინარე.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იქნება ეფექტური და უზრუნველყოფს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერას მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მიზნით“, - წერია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას
7 მარტი, 2021 , 23:17

“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
7 მარტი, 2021 , 21:02

თუ შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ, თუ საზოგადო საქმე ზიანდება, შევეწინაააღმდეგოთ – მეუფე შიო
7 მარტი, 2021 , 17:38

ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა - მუსიკოსი
7 მარტი, 2021 , 16:44
„ამ ბოროტების შემქმნელი არის ეს კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი“ - ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს
7 მარტი, 2021 , 15:24

„შეაგინე ბერას“ - კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა
7 მარტი, 2021 , 12:16