უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აგვისტო, 2017 14:30
font-size

სახალხო დამცველმა მთავრობას შშმ პირთა რეაბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებით მიმართა

სახალხო დამცველმა 18 აგვისტოს საქართველოს მთავრობას ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა შეისწავლა საქართველოში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ აბილიტაციისა და რეაბილიტაციის უფლების რეალიზების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრების სერვისები მიუწვდომელია აღნიშნული სამიზნე ჯგუფისთვის.

„სახელმწიფოს მოქმედი სოციალური პროგრამების ცალკეული კომპონენტები ფრაგმენტულად ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნებს, თუმცა, მის ფარგლებში არ ხდება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის ადეკვატური სპეციალიზებული სერვისის მიწოდება, ასეთი მომსახურების თვითდაფინანსების შესაძლებლობა კი შშმ პირთა უმრავლესობას არ გააჩნია. სარეაბილიტაციო ღონისძიებების ნაკლებობა იწვევს შშმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მათი უფლებების დარღვევას. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო და სხვა შესაბამისი სპეციალობის პერსონალის სიმცირე, რაც ართულებს ხარისხიანი მომსახურების მიღებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია არის უმთავრესი პირობა, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის შესაბამისად საქართველომ იკისრა ვალდებულება შექმნას, გააძლიეროს და განავრცოს სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო მომსახურებები და პროგრამები ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში, იმგვარად, რომ აღნიშნული მომსახურება განხორციელებულ იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე, მისაწვდომი იყოს საცხოვრებელი თემის მაქსიმალურ სიახლოვეში და ხელს უწყობდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას.

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას:

უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება,

ზემოხსენებულმა ქვეპროგრამამ ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესთავაზოს ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,

შესაბამისი აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრულ პირებს, მათი საჭიროების გათვალისწინებით ხელი შეეწყოს სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნასა და გაძლიერებას გეოგრაფიული განაწილების პრინციპის დაცვით,

უზრუნველყოს სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის შესაფერის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების სფეროში საჭიროებების კვლევისა და სპეციალისტების მომზადების დაფინანსება და ორგანიზება“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

ის სახელმწიფო სერვისები, ის სახელმწიფოს ფუნქციები, რომელსაც ატარებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის რეგიონის

ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო ფასეულობებისკენ - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:35

ჩვენი ახალგაზრდა თაობა რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო, სასურველი და საჭირო ფასეულ

“გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს” - ვახტანგ გომელაური გურამიშვილის გამზირზე ვითარებას გაეცნო

19 ოქტომბერი, 2019 , 11:40

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, სადაც კორპუსის აფეთქება მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. &bdq

მისამართზე, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი იყო დაფიქსირებული - „თბილისი ენერჯი“

19 ოქტომბერი, 2019 , 11:30

„თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, მისამართზე, სადაც გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფიქ

გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია

19 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი დავლიანიძის განცხადებით, თბილისში გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების დროს დაშავებულ 39 წლის მამაკაცს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი. „აღნიშნული პაციენტი შემოიყვანეს დილის ც

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

19 ოქტომბერი, 2019 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიე