არქივი
საზოგადოება


სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოადგილეები წარადგინა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საკუთარი მოადგილეები წარადგინა. ომბუდსმენის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, ხოლო მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე იქნებიან.
მან მადლობა გადაუხადა წინა ხელმძღვანელობას. ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის საქმიანობა ბევრი მიმართულებით გაძლიერდა.
„გაძლიერდა ბევრი მიმართულება, მათ შორის, რეგიონული მიმართულებები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი წვლილი სახალხო დამცველის საქმიანობის გაძლიერებისა და რეპუტაციის ამაღლების მიმართულებით. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი ხედვები აპარატის საქმიანობასთან სტრატეგიული მიმართულებებით და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გუნდთან ერთად შევძლებ ახალი გამოწვევებისა და ახალი ხედვების განხორციელებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიას პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე კანონის მიხედვით, ასევე უხელმძღვანელებს ადმინისტრაციას.
„მას აქვს მდიდარი გამოცდილება არაერთი მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე მენეჯმენტისა და აკადემიური საქმიანობის მიმართულებით. თამარ გვარამაძე არის თსუ-ის სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. იგი არის პროფესიით იურისტი. მას უმუშავია, როგორც ადამიანის უფლებათ დაცვის ადვოკატს რამდენიმე წლის განმავლობაში და მისი მონაწილეობით და ჩართულობით, ასობით ადამიანის უფლების დაცვა მოხდა“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
ერთ-ერთ მოადგილედ ნინო ლომჯარიამ გიორგი ბურჯანაძე წარადგინა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“. ლომჯარიას განცხადებით, გიორგი ბურჯანაძეს აქვს აკადემიური მიმართულებით წარმატებული გამოცდილება თავისუფალ და აგრარულ უნივერისტეტებში.
გარდა ამისა, მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა ეკა სხილაძემ. ლომჯარიას თქმით, სხილაძე 2013 წლიდან მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში, ის იკავებდა მოადგილის პოზიციას.
„მას აქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება და შედეგები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მუშაობდა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება სახალხო დამცველისთვის შენარჩუნდეს მისი გამოცდილება და ამ მიმართულებით დაგვეხმაროს საკითხების და პრობლემების წამოწევაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას
7 მარტი, 2021 , 23:17

“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
7 მარტი, 2021 , 21:02

თუ შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ, თუ საზოგადო საქმე ზიანდება, შევეწინაააღმდეგოთ – მეუფე შიო
7 მარტი, 2021 , 17:38

ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა - მუსიკოსი
7 მარტი, 2021 , 16:44
„ამ ბოროტების შემქმნელი არის ეს კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი“ - ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს
7 მარტი, 2021 , 15:24

„შეაგინე ბერას“ - კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა
7 მარტი, 2021 , 12:16