უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მაისი, 2017 18:38
font-size

სახალხო დამცველმა პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გაძლიერების მიზნით ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდა

2017 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაჩქარდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა.

მიმართვაში სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სრულყოფილ შესწავლას აფერხებს ის გარემოება, რომ კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სახალხო დამცველისთვის გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ აქვთ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მიმართვაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი განიხილავდა განცხადებას, რომლის თანახმად, ეთნიკურად ქართველი დასაქმებულები დამსაქმებელი კერძო კომპანიის მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციულ მოპყრობას ექვემდებარებოდნენ. საქმის შესწავლის პროცესში მოპასუხემ სრულყოფილად არ წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე უარი თქვა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებაზე, განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი დისკრიმინაციის ფაქტის შესასწავლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, სახალხო დამცველი იძულებული გახდა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქმის წარმოება შეეწყვიტა.

აღნიშნული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ქვეყანაში თანასწორობისთვის ეფექტურად ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელზეც სახალხო დამცველს ყურადღება არაერთხელ გაუმახვილებია და რაც, მათ შორის, კერძო პირებისთვის სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დაკისრებას გულისხმობს.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ასევე მოიცავს ცვლილებებს კერძო პირებისთვის სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების წარმოდგენის დავალდებულების, სასამართლოსთვის მიმართვის ვადის გაზრდის, მტკიცების ტვირთის სტანდარტის გაძლიერების და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სახალხო დამცველისთვის საქმის შესწავლის შესაძლებლობის მინიჭების შესახებ.

კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების განხორციელება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი