უახლესი ამბები
- 25.01.2021 11:20რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს - გიორგი ფხაკაძე შეზღუდვებზე
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:45„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
საზოგადოება


სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში პარლამენტში შეიტანა
31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტში 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში შეიტანა.
ანგარიში მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე. ამასთან, თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მისამართით შემუშავებულ ძირითად, უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.
30 თავისგან შემდგარ, 843 გვერდიან ანგარიშში საუბარია პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებსა და ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და მათი გამოძიების არასრულფასოვნებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევებზე, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე პროკურატურის უმოქმედობაზე. განხილულია სხვადასხვა უმცირესობათა მიმართ ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით გამოვლენილი სისტემური პრობლემები, საკუთრების, შრომის თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების თვალსაზრისით არსებული საკანონმდებლო ხარვეზები. ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაუცველობა ძალადობის, სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონის, ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობისგან. კონფლიქტურ რეგიონებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, ეკომიგრანტების, სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიანტთა და წვევამდელთა სხვადასხვა საჭიროებები.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 311 პაციენტი
25 იანვარი, 2021 , 11:20

რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს - გიორგი ფხაკაძე შეზღუდვებზე
25 იანვარი, 2021 , 11:20

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
25 იანვარი, 2021 , 10:45
პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
25 იანვარი, 2021 , 10:45

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05