უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივნისი, 2017 15:45
font-size

სახალხო დამცველმა საქართველოში მოქმედი ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში მოქმედი ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის შეთავაზებული პროგრამების თაობაზე ინფორმაციის გაცვლას, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს, რათა სამომავლოდ ხელი შეეწყოს საჭიროებებზე მორგებული პროგრამების კოორდინირებულ დაგეგმვას, სერვისების განვითარებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვას.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვის, მათი სოციალური რეაბილიტაციის კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს სერვისების მოცულობის გაფართოების საჭიროებას.

,,მართალია, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამა გარკვეულწილად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინტერესებს, თუმცა სრულად ვერ ფარავს მათ საჭიროებებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ წლების განმავლობაში შესაბამისი ღონისძიებები მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებების კვლევის და სტატისტიკის არქონის პირობებში იგეგმება. შედეგად ქვეპროგრამების მაძიებელთა რეესტრი მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა.

მუნიციპალიტეტებში სოციალური დაცვის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული მწირი რესურსი უმეტესად ერთჯერად ღონისძიებებს ხმარდება ან ფრაგმენტულად აისახება სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში.

მწირია სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვის დროს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული მუშაობის პრაქტიკა. თუმცა, ამავდროულად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა ადგილობრივ თვითმმართველობას გაუწიონ შესაბამისი კონსულტაცია ასეთი ღონისძიებების დაგეგმვის დროს.

არსებული პროგრამების ხარვეზებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს მშობელთა ორგანიზაციის – „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენლებმა, ასევე პროფესიონალებმა, რომლებიც პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აუტისტურ სპექტრთან დაკავშირებით სახელმწიფოს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების, ასევე უშუალოდ ბავშვებთან მომუშავე კადრების სათანადოდ მომზადების აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს უზრუნველყონ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობის ზრდა და მათი მისაწვდომობა შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის. ყურადღება გაამახვილონ რეგიონებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს არსებული რესურსების სწორად განაწილება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მათ საჭიროებებზე გათვლილი პროგრამების შეთავაზება’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა

29 იანვარი, 2020 , 11:30

სალომე ზურაბიშვილის სახელით, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსისათვის მიღება გაიმართა, რომელზეც ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება მოეწყო. ინ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: ცოტნეს 10 წელია გაწყვეტილი აქვს კონტაქტი მანანა არჩვაძესთან

29 იანვარი, 2020 , 11:30

მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილთან, ცოტნე გამსახურდიასთან, მის მეუღლეს არ უშვებს. ანა ჯაბაური "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მეუღლის ნახვის პრობლემა არ შექმნია, ახლა კი თურქეთში,

უბედური შემთხვევა რუსთავში - სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა

29 იანვარი, 2020 , 10:51

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. ისინი დაღუპულები სახლში საკუთარმა არასრულწლოვანმა შვილმა ნახა, რომელსაც ღამით მეზობელ ოთხში ეძინა. გოგონას მდგომარეობა ამ დროი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილის თაობაზე ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს

29 იანვარი, 2020 , 10:40

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლის, ჯაბა კვარაცხელიას განცხადებას, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის კ

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

29 იანვარი, 2020 , 10:21

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: სამგორის რაიონი – 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ

რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია - სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი, 2020 , 17:55

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა სავალალოა და მუდმივად უარესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`