უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ნოემბერი, 2017 14:30
font-size

სახალხო დამცველმა სასამართლოს გადაწყვეტილების ზედმიწევნითი დასაბუთების მიზნით მიმართა

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 26 სექტემბერს ბრალდებულ უკრაინის მოქალაქე ი. ს.–ს საექსტრადიციო პატიმრობის აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენის, შიდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და გადაწყვეტილების ზედმიწევნითი დასაბუთების მიზნით მიმართა.

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 3 ივლისს ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე ი. ს–ს მიმართ საექსტრადიცო პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 3 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო 14 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო. - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც 30 სექტემბერს საექტრადიციო ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავდა.

„საქართველოს სახალხო დამცველმა, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტიპის პატიმრობის შეფარდებისას (შიდაეროვნული გამოძიების თუ საექტრადიციო მიზნებისთვის) სახელმწიფო ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ არის აუცილებელი პატიმრობა. პატიმრობის შეფარდების შესახებ დასკვნის გამოტანამდე აუცილებელია, სასამართლომ განიხილოს ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდავი საპროცესო ღონისძიებების შესაბამისობა აღკვეთის მიზანთან. ამასთანავე, ქალი ბრალდებულების მიმართ, როგორც შიდა, ისე საექტრადიციო პატიმრობის დროს, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მისი პიროვნება, ოჯახური გარემოება – ჰყავს თუ არა ბავშვი, არის თუ არა ძირითადი აღმზრდელი და რა გავლენას მოახდენს მისი დაპატიმრება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. ამასვე აწესებს საერთაშორისო სტანდარტები. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2012 წლის რეკომენდაციით, წევრი სახელმწიფოებისადმი განსაზღვრულია, რომ უცხოელ პატიმრებს უნდა მოეპყრონ ადამიანის უფლებების პატივისცემის დაცვით და მათი კონკრეტული მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების სათანადო გათვალისწინებით.

უცხოელ ბრალდებულებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მათ მიმართ განხილულ იქნეს ისეთივე არასაპატიმრო ზომები, როგორიც სხვა ბრალდებულების მიმართ. უცხოელი ბრალდებულები არ უნდა იმყოფებოდნენ პატიმრობაში თავიანთი სტატუსის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, სხვა ბრალდებულების მსგავსად, როდესაც ის მკაცრ აუცილებლობას წარმოადგენს, უკიდურესი ზომის სახით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა“,-ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

მებაჟე ოფიცრებმა 19 420 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:25

9-15 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფი“ და „წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის ს

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნა

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:05

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, გულგრილობისთვის ბრალდებულებს 4 -4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

15 ოქტომბერი, 2019 , 16:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბრალდებულები ვ.მ. და თ.ტ. დამნაშავედ ცნო. გენე

პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

15 ოქტომბერი, 2019 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სა

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

15 ოქტომბერი, 2019 , 11:15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ო