უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
პოლიტიკა


სახალხო დამცველმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღევანდელ ბრიფინგზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი დაასახელა.
ზვიად დევდარიანი ერთ-ერთია იმ 12 კანდიდატს შორის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.
ლომჯარიას განცხადებით, ზვიად დევდარიანი ის კანდიდატია, ვინც გამოწვევებს თავს წარმატებით გაართმევს.
„მიმაჩნია, რომ შესარჩევმა კონკურსმა გამოავლინა ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი, რაც ყველა იმ ორგანოს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, დაასახელოს მეურვეობის კანდიდატი, უქმნის შესაძლებლობას, დასახელდეს ღირსეული, კრიტიკული, კომპეტენტური კადრები და შესაბამისად, ჩემთვისაც არ იყო მარტივი ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბება. თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს, გავითვალისწინე ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი და სამეურვეო საბჭო დგას.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ისმოდეს კრიტიკული ხმა სამეურვეო საბჭოში, რომელიც შეძლებს, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. საჭიროა, რომ მეურვის მეშვეობით, საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია შექმნილი ხარვეზების შესახებ, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.
აღნიშნული მოვალეობის შესრულებას სჭირდება არა მარტო დამოუკიდებლობა, ენთუზიაზმი, არამედ შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება. აი ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ზვიად დევდარიანი არის კანდიდატი, რომელიც ვფიქრობ, წარმატებით გაართმევს თავს აღნიშნულ გამოწვევებს“, – განაცხადა ომბუდსმენმა.
საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიოს.
საკვანძო სიტყვები:

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
3 მარტი, 2021 , 17:25

პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
3 მარტი, 2021 , 17:25

ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
3 მარტი, 2021 , 17:00

გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
3 მარტი, 2021 , 16:33

დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
3 მარტი, 2021 , 16:00

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
3 მარტი, 2021 , 12:20