უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2017 15:20
font-size

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა, რომელიც ასახავს 2016 წლის განმალობაში ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებულ ძირითად ტენდენციებს, პრობლემებსა და სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.

ღონისძიების გახსნისას უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის საქმიანობაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში, ასევე ისაუბრა იმ სისტემურ პრობლემებზე, რომელიც წლების მანძილზე მეორდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ყველა სფეროში და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და სხვების თანასწორად საზოგადოებაში ინკლუზიას.

საანგარიშო პერიოდში უმთავრეს გამოწვევად რჩებოდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის შეფერხებული პროცესი. ქვეყანაში დღემდე არ არის შექმნილი მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი. კვლავ დღის წესრიგში დგას კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხი.

ეფექტური ღონისძიებები არ განხორციელებულა სოციალური მოდელის დანერგვის მიზნით. ამასთან, კვლავ არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება და ანალიზი რაც უზრუნველყოფდა კონვენციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის აუცილებელი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე, პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისას საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებას.

ანგარიშის მიხედვით, სხელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.

დაბალი იყო ხელისუფლების სხვადასხვა დონზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობა. გარკვეული ბარიერები დაფიქსირდა მათ მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების დროს.
გამოწვევად რჩებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭირო სერვისებითა და პროგრამებით უზრუნველყოფა, არსებული მომსახურებების გეოგრაფიული მოცვა და ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აუცილებელი სერვისების, მათ შორის აბილიტაცია–რეაბილიტაციის პროგრამის არარსებობა.

2016 წელს დღის წესრიგში მწვავედ იდგა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების დროული და ეფექტური იმპლემენტაციის საკითხიც.

სახალხო დამცველის მიერ არაეფექტურად შეფასდა სახელმწიფოს მიერ შშმ პირთა დასაქმების კუთხით გატარებული ღონისძიებები. რაზეც მეტყველებს დასაქმებულთა დაბალი რაოდენობა. 2016 წლის მონაცემებით საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა შეადგენდა 52–ს. კერძო სექტორში კი მხოლოდ 32–ს.

ანგარიშში ასევე აქცენტი გაკეთდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობაზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების დროს ისინი უნდა მოიაზრებოდნენ დამოუკიდებელ სამიზნე ჯგუფად.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი