უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ ორსულობის გამო შვებულებით სარგებლობის შემდეგ განმცხადებელს მომსახურების ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების ვალდებულებას არ წარმოშობს, თავისი არსით, შრომითსამართლებრივი ხელშეკრულება იყო, ვინაიდან განმცხადებლის მიერ შესრულებული სამუშაო კომპანიისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი იყო, აუცილებელი იყო მის მიერ სამუშაოს პირადად შესრულება, განმცხადებელი ექვემდებარებოდა დამსაქმებელს და ის სამუშაოს გარკვეული ფუნქციური წესების მიხედვით ასრულებდა. ასევე, ქონება, რომელიც აუცილებელი იყო სამუშაოს შესრულებისთვის, კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მიერ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, აღმოფხვრას დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი