უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2016 12:30
font-size

სახალხო დამცველმა შუალედური ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტში შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც ეხება 2014 წელს კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული №21-ე და №25-ე რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში საუბარია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე; მათ შორის, საკანონმდებლო რეგულაციებსა და ეროვნული სამოქმედო გეგმების ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივების განუხორციელებლობაზე. ასევე, იმ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის არაეფექტურ პრაქტიკაზე, რომელთაც ოჯახში ძალადობის აღკვეთა ევალებათ. საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობას.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა; ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად; კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ეკონომიკური აქტივობა და მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში. ამასთან, შუალედური ანგარიში ასახავს სავალდებულო გენდერული კვოტების მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებს, რა დროსაც სახელმწიფომ არ გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ, საქართველოს მე–4 და მე–5 პერიოდული ანგარიშების განხილვის შემდეგ მიღებული რეკომენდაცია დროებითი სპეციალური ზომების შექმნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა პირველად ისარგებლა ადამიანის უფლებადაცვითი ეროვნული ინსტიტუტებისათვის მინიჭებული უფლებამოსილებით და კომიტეტში ალტერნატიული ანგარიში წარადგინა.

საკვანძო სიტყვები:

ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

ბათუმის ნავსადგურში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Porter-ი. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, Porter-ი Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტე

კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. თსუ ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რე

ჟანდარმერიის არქივის პირველი გამოფენა გაიმართება

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდის დოკუმენტები უახლოეს ხანში საზოგადოებას გამოფენისა და ვებპროგრამის მეშვეობით პირველად წარედგინება. ჟანდარმერია 1820-იან წლებ

კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა

22 ოქტომბერი, 2019 , 11:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით კრწანისის ტყეპარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით ხეივანი გაშენდა. ჯამში 200-მდე ტუიას, ძელქვისა და თელ

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98 პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში. აღნიშნული ბრძანება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტ

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 ოქტომბერი, 2019 , 10:20

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათ