უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აგვისტო, 2017 16:45
font-size

სახალხო დამცველმა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე კომუნიკაცია წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს კომუნიკაცია წარუდგინა, რომელიც ეხებოდა 2012-2015 წლებში რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებსა და მათზე ჩატარებულ გამოძიების ეფექტურობაზე, მის პრაქტიკაში აღმოჩენილ ხარვეზებზე.

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ კომუნიკაციის წარდგენა ხელს შეუწყობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების უკეთ გამოძიებასა და სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„2017 წლის 18 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს კომუნიკაცია წარუდგინა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება.

კომუნიკაცია ეხება იდენტობის ჯგუფის საქმეების (იდენტობა საქართველოს წინააღმდეგ, ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) აღსრულების მდგომარეობასა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიების კუთხით ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ სისტემურ/სტრუქტურულ ხარვეზებს. წარდგენილი დოკუმენტი მიმოიხილავს 2012-2015 წლებში რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებსა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე სახელმწიფოს რეაგირებას, აფასებს მას და აანალიზებს არსებულ ნაკლოვანებებს. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე ამ პრობლემების განხილვა ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ვითარების გამოსწორებასა და ხსენებულ გადაწყვეტილებათა კეთილსინდისიერად აღსრულებას, როგორც ამას მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი.

კომუნიკაცია წარდგენილ იქნა გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შესახებ მინისტრთა კომიტეტის წესების მე-9(2) მუხლის საფუძველზე“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

19 თებერვალი, 2020 , 17:45

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგ

ქართულ მრავალხმიანობასა და ქართული სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

19 თებერვალი, 2020 , 17:45

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, რაც ხელს შეუ

უმუშევრობა 10.9%-მდე შემცირდა - რატომ და ვის თვლის საქსტატი დასაქმებულად?

19 თებერვალი, 2020 , 17:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.9%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. მეტიც, ეს ს

მედიაციის ინსტიტუტის შექმნა მნიშვნელოვანი მიღწევაა ბიზნესისთვის ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - მიხეილ დაუშვილი

19 თებერვალი, 2020 , 16:50

მედიაციის კანონი და მედიატორთა ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა სსიპ „საქართველოს მედიაატორთა

ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა

19 თებერვალი, 2020 , 16:07

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს. თბილისის მერის კ

დასუფთავების მოსაკრებელს იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც, ვფიქრობ, არასამართლიანია - კახა კალაძე

19 თებერვალი, 2020 , 15:35

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობის დაწყება დაავალა. კახა კალაძე უსამართლობას უწოდებს იმას, რომ ფიზიკური პირები იურიდიულ პირ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`