უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

26 იანვარი, 2017 12:50
font-size

სახარების ხელახალმა აღწერამ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოავლინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ერთ-ერთი სახარების (ფონდი 1446/ხელნაწერი 26) ახალ აღწერილობაზე მუშაობისას დადგინდა, რომ ხელნაწერი, ძირითადად, პალიმფსესტური ფურცლებისაგან შედგება, რომელთაგან უძველესი IX-X საუკუნეებს განეკუთვნება.

ეროვნული არქივის ცნობით, სახარება სამეცნიერო საზოგადოების განსაკუთრებული შესწავლის საგანი აქამდე არასდროს გამხდარა. ხელნაწერი ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან არის შემოტანილი, შესრულებულია ეტრატზე და საუცხოო მინიატურებით გამოირჩევა. ახლის შექმნამდე არსებულ აღწერილობებში ის მე-14 საუკუნის სახარებად არის მოხსენიებული.

ხელნაწერის პალიმფსესტური ფურცლები არის როგორც ორფენიანი, ისე სამფენიანი: ზედა ორი ფენა ნაწერია ნუსხურით, ხოლო ქვედა, მესამე ფენა - ასომთავრულით. ზედა ორივე ტექსტი გიორგი მთაწმინდელის სახარებაა, ხოლო ქვედა მესამე ფენის იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ხელნაწერი მრავლად შეიცავს სხვადასხვა პერიოდის ანდერძ-მინაწერებს, რომელთა ნაწილი ნაწერია ნუსხურით, ხოლო ნაწილი - მხედრულით.

ანდერძ-მინაწერების მიხედვით, ხელნაწერის ერთი ფენის გადამწერი ვინმე გიორგია, მომგებელი - ბერი ესტატე. სახარების ერთ-ერთი გვერდის არშიაზე დაახლოებით XVI-XVII საუკუნეების ხელით მითითებულია, რომ ხელნაწერი მის მფლობელს თორმეტ მარჩილად შეუძენია.

ამგვარად, სახარება შეიცავს IX-X, XII-XIII, XIV, XVI-XVII საუკუნეებში გადაწერილ ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით შესრულებულ ფურცლებს, დაახლოებით XIV საუკუნეში მოხატულ მინიატურებსა და თავსამკაულებს.

ხელნაწერი ამჟამად ნომინირებულია UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შესატანად.

ხელნაწერთა ახალი აღწერილობების პროექტი ეროვნულ არქივში 2014 წელს დაიწყო და მისი მიზანია, განაახლოს ინფორმაცია, რომელიც ეროვნულ არქივში დაცული 1000-მდე ხელნაწერს შეეხება. პროექტის ფარგლებში 2016 წელს 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოიცა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღწერილობების მეორე ტომზე.

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი