უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 მაისი, 2016 14:50
font-size

სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერების თმენის ვალდებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა-გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს და სახელისუფლებო ძალის მხარდამჭერებს მოუწოდა, არ ჩაერთონ არანაირ დაპირისპირებაში.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები არიან, გაცილებით მაღალი თმენის ვალდებულება ეკისრებათ, ვიდრე სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებს.

„ეს არის მიუღებელი და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება და მინდა უპირველესად ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენი სტილი, ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო უბანი, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციისა და ასეთი ტიპის დაპირისპირების გარეშე, საკუთარი ნების გამოხატვა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის უმნიშვნელოვანესი და მინდა ყველა ჩვენს მხარდამჭერს ვუთხრა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს გვეკისრება თმენის უდიდესი პასუხისმგებლობა. ასევე, სამოქალაქო პირებს, რომელიც არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არიან სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, ზუსტად ასეთივე თმენის ვალდებულება ეკისრებათ. მათი თმენის ვალდებულება გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა, რომლებმაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულადაც იმოქმედონ,“–განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

მარი ნამგალაძე

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი